ესპანიოლი-ბარსელონა | სავარაუდო შემადგენლობები

ესპანიოლი-ბარსელონა | სავარაუდო შემადგენლობები

კატალონიური გამოცემები Sport და Mundo Deportivo “ესპანიოლთან” დღეს გასამართი მატჩისათვის “ბარსელონას” სავარაუდო შემადგენლობას ასახელებენ (ორივე მათგანი იდენტურია):

4-3-3 | ტერ შტეგენი; დესტი, არაუხო, პიკე, ალბა; ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი; ტრაორე, ტორესი, გავი.

MD-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ჩავი კვლავ “ატლეტიკოსთან” გამარჯვებულ შემადგენლობას აირჩევს, თუ არ ჩავთვლით დანი ალვესის იძულებით ცვლილებას. სავარაუდოდ, ბრაზილიელს სერჟინიო დესტი ან ერიკ გარსია ჩაანაცვლებს; პიერ-ემერიკ ობამეიანგი ისევ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს და თავის შანსს დაელოდება.

აღსანიშნავია, რომ “RCDE სთედიუმის” არსებობის ისტორიაში (ის 2009 წელს გაიხსნა), “ესპანიოლს” საშინაო მოედანზე “ბარსასთვის” არასდროს მოუგია. კატალონიურ დერბიში სტუმრად ჩატარებულ მატჩებში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ანგარიშზე 6 მოგება და 5 ფრეა. ხსენებულ სტადიონზე გამართული ბოლო შეხვედრა, რომელიც ამავდროულად ერნესტო ვალვერდესთვის “ბარსელონას” თავაკცის რანგში ლა ლიგის ეგიდით ჩატარებული უკანასკნელი მატჩი იყო, 2-2 დასრულდა. 

დღეს კატალონიურ გრანდს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის. “ატლეტიკოს” მიერ “ხეტაფეს” დამარცხების შემდეგ, “ბარსას” მოგება აუცილებლად სჭირდება. ამასთან, “ბარსელონას” პრიმერა დივიზიონის 2021-22 წლების სეზონის გათამაშებაში ზედიზედ 3 მატჩი არ მოუგია, რისი შანსიც ახლა აქვს.

ამჟამად “ბლაუგრანა” 22 მატჩის შემდეგ მოპოვებული 38 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება, მის წინ ერთი პოზიციით მყოფ “ატლეტიკოს” კი 23 შეხვედრის შემდეგ 39 ქულა აქვს.

“ესპანიოლი”-“ბარსელონას” დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • shu1987
    schedule 13 თებ 2022, 21:39

    ჩემი აზრით ჩავი 3-4-3 ითამასებს , ვნახოდ ესპანიოლი არაა ატლეტიკო რომ იგივე ტაქტიკა დაუპირისპიროს, ცავი ჭკვიანია და ისეთ რამეს მოიფიქრებს შეჭამს ამ ქინძებს…

  • azulgerana
    schedule 13 თებ 2022, 18:47

    ციტატა: nika 54
    ჩვენი დემბუზა სად არის? მიდი რა ჩავი გამოიყვანე იქნება ალეწონ და ცოტა გული დამიწყნარდება.


    შენ რა ჩაიხვიე. ეგ ბარსელონას როცა ჭირდება მარტო მაშინ იმტვრევა. ისე ხარივით ჯანზეა

  • nika 54
    schedule 13 თებ 2022, 17:53

    ჩვენი დემბუზა სად არის? მიდი რა ჩავი გამოიყვანე იქნება ალეწონ და ცოტა გული დამიწყნარდება.

  • Davita
    schedule 13 თებ 2022, 17:34

    ღლეიონგი სკამზე, ცენტრში გავი და თავდასხმაში ობამა ან ის გონებაჩლჯნგი ზანგი, ასე აჯობებს მგონია, ღლემბელე და ადამა ფლანგებს აიკლებენ და ტორესის დავალება გატანა იქნება, იმედია ეგეც ლუზერი არ გამიდგება

  • La Pulga10
    schedule 13 თებ 2022, 17:04

    არამგონია რაც წინაზე ოყო ისევ ისე დააყენოს.იმ ფორმაციაში მთავარი ალვეში ოყო,ცენტრში იწეოდა ბუსისთან ერთად იდგა და ნახ.დაცვაში უპირატესობას ქმნიდნენ დესტს ეგ არ შეუძლია.