მადრიდის “რეალის” საყრდენი ნახევარმცველი, კაზემირო “ბარსელონაში” არსებულ სიტუაციასა და ლიონელ მესიზე საუბრობს:
“ბარსა” ამ ახალ რეალობას [მესის გარეშე ყოფნა] უნდა შეეგუოს და კლუბი ამას გააკეთებს კიდეც, როგორც ეს “რეალმა” მოახერხა, რადგან ისინი მსოფლიოში უდიდესი კლუბებია, ისინი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ.
მესის არყოფნა შესამჩნევია, ყველაფერი, რასაც ის “ბარსელონასთვის” წარმოადგენდა, თვალშისაცემია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყველას უყვარდება, ვინც კი ნახავს. თუ გიყვარს ფეხბურთი, გიყვარს მესი. ის ისტორიაში სამ საუკეთესო მოთამაშეს შორისაა.
“ბარსას” დატოვების შემდეგ, ამ გარდამავალ მომენტში, შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მესი მათთვის. სწორედ ამიტომაა ის კლუბის სიმბოლო.
– განაცხადა ბრაზილიელმა Panenka-სთან ინტერვიუში.
დღევანდელი რეალის ყველაზე ბინძური და იღბლიანი მოთამაშე.
ვინისიუსი და როდრიგო
ან მარიანო
იქამდე ბენზემამ გააკეთა კომენტარი მესიზე, ახლა ამან, მემგონი გულს უტკბობენ რომ ძაან არ ათრიოს🤣🤣
ხო გეტყობოდა რო შეგიყვარდა, ოღონდ ის ორი ვინ არის გაგვიმხილე ვინისიუსი და პელე? თუ ბენზემა?
Bრავო კაზეეე🙌🏻👏👏👏
რაღაცა ძაან მოუტკბათ ამათ ურთიერთობები