ჯერ კიდევ გუშინ “მანჩესტერი” დემბელესკენ არც იხედებოდა, დღეს კი, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. დემბელე აუცილებლად უნდა გაიყიდოს, სხვა შემთხვევაში “ბარსა” იზარალებს.
საქმე ის არის, რომ გუშინ მეისონ გრინვუდი დააკავეს, ბრალად ედება ფიზიკური და სექსუალური ძალადობა. არსებობს ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალა. ყველაფერი ძალიან ნათელია. თუ ფიქრობთ, რომ მსგავსი სტატუსის ფეხბურთელს ვერ შეეხებიან, ცდებით, უკვე შეეხნენ, ადამ ჯონსონს, ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს, რომელსაც ჯადოსნური მარცხენა ჰქონდა, კარიერაც დაუნგრიეს და ცხოვრებაც, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო. კანონი-კანონია. მორჩა ადამის ამბავი. წავიდა ციხეში და იქიდან აბსოლუტურად განადგურებული გამოვიდა.
გრინვუდის ბრალეულობა გაცილებით მძიმეა, საქმეს, შესაძლოა გაუპატიურების კვალიფიკაცია მიენიჭოს, გარდა ამისა, მისი მეგობარი გოგოს დასისხლიანებული ფოტო და ვიდეო მასალა უკვე ყველგან გავრცელდა. მოკლედ, ძალიან მძიმე საქმეა.
და.. სად შეუძლია “მანჩესტერს” გრინვუდის შემცვლელი იპოვოს სულ რაღაც 20 მილიონ ევროდ? რა თქმა უნდა, ჩვენთან. ცოტა უხეში და არაეთიკური გადახვევაა, მაგრამ რას ვიზამთ.. ასეთი ბიზნესია.
20 წლის გრინვუდის საქმე დამთავრებულია. როგორმე თავი რომ დაიძვრინოს, ფსიქოლოგიურად ამას ვერ გაუძლებს. დემბელეს კი პრემიერ ლიგა ძალიან მოუხდება. სწრაფი მოქმედებაა საჭირო. ჰოდა, დაველოდოთ, თუ ინგლისში ვინმეს ტვინი შერჩენია, აუცილებლად იმოქმედებს.
ეხ, ფეოლა! ჩვენი ამბავი ეხლა იმ კაცისას გავს წყალწაღებული რო ხავსს ეჭიდებოდა.
ჯერ არ დამტკიცებულა ბრალეულობა და მოდი ჯერ ნუ ჩამოვახჩობთ. ხშირად ყოფილა რომ თავის თავს თვითონ იზიანებდნენ და მერე შეყვარებულს აბრალებდნენ ფულის გამოძალვის მიზნით. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას და წინასწარ არც ვაგინოთ და არც შევაქოთ.
კი ეგეთი შემთხვევებიც ყოფილა,მარა ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტია ფეხბურთში.აგერ ახლახანს მენდი არ ჩააყუდეს?ეგ არაკაცი.სულ პელე,რომ იყოს,თუ აქვს ჩადენილი დანაშაული უნდა დაისაჯოს.
ჯერ არ დამტკიცებულა ბრალეულობა და მოდი ჯერ ნუ ჩამოვახჩობთ. ხშირად ყოფილა რომ თავის თავს თვითონ იზიანებდნენ და მერე შეყვარებულს აბრალებდნენ ფულის გამოძალვის მიზნით. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას და წინასწარ არც ვაგინოთ და არც შევაქოთ.
ფსიქოფატი ყოფილა და ამ თავისი საქციელით მთელი კარრიერა დაინგრია, ეს ფსიქოლოგიურადაც გატყდება , მარჩესტერიდანაც გააგდებენ და აღარცერთი გუნდი არ შეხედავს, მეტის ღირსია ასეთი ხალხი, ჩამოართვან მთელი ქონება და იმუშავოს მერე ბენზინკალონკაზე ან სამრეცხაოში
სანჩო რონალდო კავანი ჰყავთ შეტევაში მარტო და ვინმეს იასნა დაიმატებენ😀
ფაბრიციო რომანომ
ბევრჯერ დაწერა არ აინტერესებს ემიუს დემბელეო სად თოხლეს მარსიალის და დიალოს
გაშვება 😬
ესეთები მარტო ციხეში არ უნდა ჩასვა როცა იქნება გამოვა. კასტრაციაც უნდა ჩაუტარო