ხვალ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში “ნიუკასლს” სტუმრად დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ჩავისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. “ბარსელონაში” მოსვლის შემდეგ მას რამდენჯერმე შევხვდი. სიმართლე ვიცი. ჩვენს პირად საუბრებს არ გავასაჯაროებ, რადგან მჯერა, რომ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს.
ხვალ შესანიშნავ ატმოსფეროს ველით და გუნდს, რომელიც კარგად თამაშობს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ასპექტებზე, რომლებმაც “ატლეტიკოსთან” პრობლემები შეგვიქმნა.
ჩემი მომავალი, თუ ლაპორტა წააგებს? არჩევნებამდე უნდა მოვიცადოთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აქ მოსვლის შემდეგ დეკუსთან და ბოიანთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთად კარგად ვმუშაობთ. ჩვენ არა მხოლოდ პირველი გუნდის ფეხბურთელებს, არამედ “ლა მასიის” მოთამაშეებსაც განვიხილავთ.
“ატლეტიკოსთან” მატჩი გავაანალიზეთ, განსაკუთრებით დაცვაში თამაში… გუნდურად არ ვმოქმედებდით. ამაზე ვიმუშავეთ, რადგან დაცვის ფაქტორი ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტია.
პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესოა. მათ ბევრი ფული აქვთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენც მათსავით ძლიერები ვართ. ჩვენი ფილოსოფიით უნდა ვითამაშოთ და ეს მსოფლიოს ვაჩვენოთ.
რაშფორდის სასტარტოში თამაში? ეს ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ შესაძლებელია.
ბევრი გაშვებული გოლი? ორი საოცარი გუნდი მყოლია – “ბაიერნი” და “ბარსა”. ყოველდღე სიამოვნებას ვიღებ… ასევე ბევრი გოლი გაგვაქვს. დაცვა გუნდური ძალისხმევაა.
კუბარსი? მისი დაცვის ყურება… ის იამალის დონეზეა, თუმცა დაცვაში. კუბარსი მხოლოდ 19 წლისაა და წარმოუდგენლად უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია.
ჩავის ინტერვიუს დრო? ეს ჩავიმ უნდა განმარტოს და არა მე.
რაის რაფინია სკამზე? არ გავარტყი ბრუციან რაშფორდს?
სწორი ხარ, მეც ასე ვფიქრობ რაშფორდზე და რაფინიაზე.
რაც არუნდა არ მოგვწონდეს ლაპორტა ბარსას მაგაზე უკეთესი პრეზიდენტი არყოლია.
ფონტი კიდევ ვინ არის იცით ვინმემ?
ლაპო ყველამ იცის რო მაფიოზაა მარა მაფიოზა ჯობია თუ ვიღაც ქათამი?
მესის მოვიყვანო ამბობს ტიპი, ბარემ ბუსკეცი და ალბაც არდაავიწყდეს.
როცა ამის მეტს არაფერს პირდება იკვე განწირულია
მიდი ჰანს მიაწექი.შენი მჯერა.გზად ყველა და ყველაფერი უნდა გაანადგუროთ
იმედია ლაპორტა წააგებს და სამუდამოდ მოშორდება ბარსელონას. მოვიდეს ფონტი, ახალი სისხლი და იდეები ჭირდება ბარსას. მართალია გაიჭირდება ლაპორტას მოსაქმებულის წმენდა მაგრამ რაღაც უნდა ცადონ.
ლაპორტამ ჩართო? კი არ ჩართო ტიპმა ყველაზე ზედაპირული განცხადება გააკეთა ამ თემაზე. აი ის ნაბო**არი ორი ბანაკი კი ჩაერთო ფონტის მხრიდან, მარა რას დაიჭერენ არჩევნებზე ვნახავთ…
მიდი ჰანს შენს საქმეზე ფოკუსირდი მხოლოდ
ფლიკი არჩევემბში ჩართო ნაბიჭვარმა ლაპორტამ კლუბი რომ ადარდებდეს ლაპორტას საერთოდ არ გამოიყენებდ ამე თუ წავაგე ფლიკი წავას ფლიკი და საერთოდ ყველა ფეხბურთელი არჩევნებიდან შორს უნდა იყვნენ და კონცეტრირდნენ მარტის თვეზე რომ ყველა თამაში მოიგონ
კარგია რომ საერთოდ არ შეეხო ამ აჟიოტაჟს, თავისი საქმის კეთება აცადონ ამ კაცს და არჩევნებზე დაუხოციათ ერთმანეთი. რაშფორდის დაყენებას ახლა ნამდვილად ექნება აზრი, ერთი რომ ლიგაზე კარგად გამოიყურება და მეორე რომ დაცვაში სივრცეებს დატოვებს ნიუკასლი სადაც დრიბლინგით გავლას რაშფორდი უფრო შეძლებს ვიდრე რაფინია, საერთოდაც რაფინიას შედეგიანობა ძალიან შეზღუდეს უკვე, ყველამ იცის რომ უბრალოდ ერთ ერთზე უნდა ეთამაშონ, აი ატლეტიკთანაც იქამდე ატლეტიკოსთანაც ყველა გადაკიდებულ ბურთზე იცოდნენ რო რაფინია დახვდებოდა იმ ბურთს და მარტივად კეტავდა ერთი მცველიც, სისწრაფეა ერთი მაგის პლიუსი და მერე ფინიშინგი, მაგის ხარჯზე გამოიდო წინა სეზონში თავი, იდეალურად აკეთებდა ყველაფერს მაგრამ ახლა არც თვითონ არაა ფორმაში და თამაშგარის ხაზის არიყოს დაამუღამეს ეს ვერტიკალური პასები, იამალზეც აღარ გადის ეგეთი გადაკიდებული პასები, ერთი მცველი სულ ყავთ მიკერებული და აზრი არ აქვს მაგ პასებს უკვე უბრალოდ. მოკლედ რაშფორდმა დაიწყოს ბევრად ჯობია მემგონი, რაფინია კი არის დიდი თამაშების კაცი და მაგიტომაც ჯობია დაიზოგოს ენერგია და განმეორებით თამაშში უფრო იყოს ყოჩაღად. დაცვა საცოდაობა იქნება ისევე ორი აზრი არაა და ვერც მოთხოვთ ვერაფერს უნდა ვიყოთ ისევე იღბლის იმედად.