CIES საფეხბურთო დამკვირვებლებმა ყოველწლიური დასკვნა გამოაქვეყნეს. დასკვნაში განხილულია ის ტენდენციები, რომლებიც შეინიშნება მსოფლიოს წამყვან 5 ჩემპიონატში. საუბარია ინგლისზე, ესპანეთზე, იტალიაზე, გერმანიასა და საფრანგეთზე და განხილულია “დემოგრაფია, ვარჯიშები, საერთაშორის ფეხბურთელებით რიგების შევსება, მობილურობა და მოედანზე ფეხბურთელთა ქმედებები.”
გთავაზობთ დასკვნიდან ამონარიდს, რომელიც “ბარსელონას” ეხება.
“პერფორმანსის” სექტორში საუბარია საკმაოდ სანტერესო დეტალზე. დასკვნაში მიითებულია, რომ თუ “ფიფა” დღევანდელი სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით მოახდენს “ოქროს ბურთის” ნომინანტთა შერჩევას, მაშინ პირველ სამეულში მოხვდებიან ლიონელ მესი, ჩავი და დანი ალვესი.
“საკლუბო დონეზე და “პერფორმანსის” იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ, დიდი 5–ეულის ქვეყნების ჩემპიონატებში ლიდერ გუნდათ “ბარსელონა” გამოიკვეთება, რომელსაც მოსდევს მადრიდის “რეალი” და დორტმუნდის “ბორუსია”.”
“თუ “ოქროს ბურთის” გადაცემა აღნიშნული ხუთი ქვეყნის ჩემპიონატში წარმოდგენილი ფეხბურთელების მიხედვით მოხდებოდა, მაშინ ნომინანტები იქნებოდნენ მესი, ჩავი და ალვეში.”
“ლიგების მიხედვით ყველაზე გამოკვეთილი შემსრულებელი ფეხბურთელია ესპანეთში მესი, გერმანიაში შაჰინი, ინგლისში ფაბრეგასი, საფრანგეთში ნენე და იტალიაში იბრაჰიმოვიჩი.”