workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკარდ პრუნა ფატის ოპერაციის გაკეთებას ურჩევს – COPE

რიკარდ პრუნა ფატის ოპერაციის გაკეთებას ურჩევს – COPE

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი ანსუ ფატი ტრავმირებულია. მას ტრავმა მარცხენა ბარძაყის არეში აქვს.

COPE-ს ინფორმაციით, კლუბის ექიმის, რიკარდ პრუნას რეკომენდაცია ფატისთვის ოპერაციის გაკეთებაა. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ესპანელს 3-5 თვე გაუცდება და ის 2022/23 წლების პრესეზონზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაბრუნდება.

თუ 19 წლის ფეხბურთელი ოპერაციას არ გაიკეთებს, იგი 7-10 კვირაში დაბრუნდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ტრავმის რეციდივის რისკი მაღალი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • me da barca
    schedule 22 იან 2022, 22:34
    #14

    მეც ოპერაციას ვურჩევ. თორემ იგივე განმეორდება ისევ.

  • Bakero
    schedule 22 იან 2022, 22:27
    #13

    რიკარდო პრუნას უნდა დაუჯერო პროფესიონალია ეტყობა სხვა შანსი მართლა არ არის confused ოპერაცია უნდა გაიკეთო

  • nika 54
    schedule 22 იან 2022, 20:43
    #12

    ციტატა: Ronaldinho.R10

    ციტატა: xavi73
    და ოპერაცია არ ქონდა ისედაც რატო მოხდა რეციდივი აბა?


    ის მუხლზე ჩაუტარდა ოპერაცია კუნთზე არ ჩატარებია


    კაროჩე სულ თავიდან ასაწყობია რა. ერთი კაი კაპიტალური რემონტი ანუ ოპერაცია და ეგ არის. თუ რამე უმოძრავებს ყველაფერი გაურემონტონ ეგება გვეშველოს.

  • Ronaldinho.R10
    schedule 22 იან 2022, 20:30
    #11

    ციტატა: xavi73
    და ოპერაცია არ ქონდა ისედაც რატო მოხდა რეციდივი აბა?


    ის მუხლზე ჩაუტარდა ოპერაცია კუნთზე არ ჩატარებია

  • Impala
    schedule 22 იან 2022, 18:46
    #10

    სუფთა ადამიანურად მეცოდება ძალიან. როგორც ბარსას გულშემატკივარს, ჩემთვის 1% არის იმის შანსი, რომ ამან იმედები გაამართლოს. ვის ვის და ქართველებს ნაღდად არგვესწავლება ნიჭიერი და ტრავმებისადმი მიდრეკილი ფეხბურთელები სად და როგორ ასრულებენ კარიერას. სამწუხაროდ ასეა და რასვიზამთ.

  • shu1987
    schedule 22 იან 2022, 18:28
    #9

    არადა არავისზე ნაკლები არაა არც ნიჭით და არც შესრულებით, არ დასცალდა რაა ნორმალურად თამაში, ეს ფორმაში შევიდოდეს და წინ ბევრი პრობლემა მოიხსნება, არადა ისე აეწყო ვერმაელენი ორი არ განმეორდეს ტრანმვების მხრივ დასანანიაა…..

  • ozbeta
    schedule 22 იან 2022, 18:27
    #8

    დასრულებულია ამისი ფეხბურთი

  • Iniesta_8
    schedule 22 იან 2022, 17:18
    #7

    ძაან დასანანია ამის მდგომარეობა, გუნდში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია მარა ყველაზე ტრავმიანი. რატომ ლენგლეს არ ემართება მაგის დედაც.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 იან 2022, 15:53
    #6

    აუ ვინც ეს დაწყევლა იმის ოჯახი გადახნა ვირებმა და ცხენებმა, ძაან მეცოდება, იმედია ფსიქოლოგიურად არ გატყდება, ტიპი რა ნიჭიერია არადა, შემოდის და შეტევას ალაგებს, დაარტყამს და იტანს, იმედია მომდევნო წლიდან აღარ შეაწუხებს ტრამვები

  • Andria
    schedule 22 იან 2022, 15:52
    #5

    ანსუს ძლიერი მენტალიტეტი აქვს სხვა შემთხვევაში ბეტისთან მძიმე ტრამვის მერე გაბანძდებოდა მაგრამ ძალიან მაგრად დაბრუნდა შემდეგ კიდევ ტრამვა კიდევ დაბრუნდა მებრძოლი ბიჭია თორემ ამდენს ვერ გაუძლებდა მე ის მამშვიდებს ცოტა რომ კვლავ ოხერი მუხლის ტრამვა არაა

  • gecheche
    schedule 22 იან 2022, 15:22
    #4

    xavi73,
    რეციდივი რა შუაშია კუნთიაქ დაზიანებული მუხლი კიარა სხვა ტრავმაა ეს

  • El pistolero 9
    schedule 22 იან 2022, 15:02
    #3

    აგერაა უმტიტის მაგალითი. ოპერაცია რომ გაეკეთებინა შეიძლება ასე არ წასულიყო მისი კარიერა. თან 19ისაა ჯერ .

  • La Pulga10
    schedule 22 იან 2022, 14:54
    #2

    ჯობია გაიკეთოს.ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურ ასპექტზე ვღელავ,ძაან რთულია ასეთ დროს.ვახ ანსუ ძლიერი დაგვიბრუნდი.ნუ ჩამოწერთ ძალიან გთხოვთ რა,როცა ხოდზეა სხვაობას სულ ქმნის.

  • xavi73
    schedule 22 იან 2022, 14:52
    #1

    და ოპერაცია არ ქონდა ისედაც რატო მოხდა რეციდივი აბა?