პინტო – 8. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა სამუშაო ქონდა.
მონტოია – 7. აქტიური იყო და გვაჩვენა მზადება პირველ გუნდში სათამაშოდ. კარგი იყო დაცვაშიც.
პიკე – 7. კარგად იცავდა გუნდს “ნაპოლის” ფეხბურთელებისგან. მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.
ფონტასი – 7. ბევრს გადაადგილდებოდა მოედანზე, რათა მეტოქეების შეტევები ჩაეშალა. არაფრით გავუკვირვებივართ.
ადრიანო – 8. გამოირჩა კარგი გადაცემებით. ერთ–ერთი მათგანი საგოლე აღმოჩნდა.
ტიაგო – 7. კარგი მატჩი ჩაატარა. არ დაიკარგა მის პოზიციაზე და აქტიურად მუშაობდა ბურთთან. 59–ე წუთზე ის ჩავიმ შეცვალა.
კეიტა – 9. აფრიკელი ნახევარმცველი ბწრყინავდა ამ მატჩში. ბურთთან ფრთხილად და დაკვირვებით მუშაობდა.
ინიესტა – 8. მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა. კეიტას საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ფემენია – 7. მატჩის დებიუტანტი. კარგად ითამაშა, მაგრამ “კარადა” დოსენას წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა.
ფაბრეგასი – 9. ლიდერი. საუკეთესო. ეს მისი მეორე მატჩი იყო “ნოუ კამპზე”. მატჩში ანგარიში გახსნა და მოედანზე მოქმედების სრული თავისუფლება ქონდა.
ვილია – 7. უბრალოდ მონაწილე. გოლის გატანა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ შანსი ქონდა. კარგად მოქმედებდა თანაგუნდელებთან. მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა.
პედრო – 8. ორი ძელის შემდეგ გოლის გატანა მოახერხა.
დოს სანტოსი – 7. ფეხბურთელებთან კარგად მოქმედებდა.
რობერტო – 7. ითამაშა, როგორც ვეტერანმა. კარგად და ჭკუით.
ბარტრა – 7. დაცვაში შესამჩნევი იყო.
კუენკა – 7. დინამიურად ითამაშა.
მესი – 9. ბოლო 2 გოლის ავტორი.
ჩავი – 8. მოედანზე ნახევარდაცვის გასამაგრებლად გამოვიდა.
მასკერანო – 7. საიმედო, როგორც ყოველთვის.
აბიდალი – 8. საგოლე გადაცემა გაუკეთა მესის.
ბუსკეტსი – 7. კართან მოწინააღმდეგე გუნდის არცერთი ფეხბურთელი არ მიუშვა.