“ბარსელონა” ევროპა ლიგაზე, 17 თებერვალს, “ნაპოლის” დაუპირისპირდება, სადაც ყველა ჯანმრთელლი ფეხბურთელი ჩავის განკარგულებაში იქნება, თუმცა, განმეორებით მატჩში, შესაძლოა, ასე არ მოხდეს.
Sport-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ 24 თებერვალს “ბარსას” მეორე შეხვედრის გამართვა იტალიაში უწევს, სადაც ომიკრონის შესაჩერებლად სპეციალური შეზღუდვები (რომელსაც იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს) დაწესდა, რაც იმ კლუბებს ეხება, რომლებიც აპენინის ნახევარკუნძულზე ჩავლენ.
საქმე ისაა, რომ სხვა ქვეყნის გუნდის მოთამაშეები 2-დან ერთ-ერთ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: ან ვაქცინირებულნი (3 დოზით) უნდა იყვნენ, ან კორონავირუსი ბოლო 6 თვეში უნდა ჰქონდეთ გადატანილი.
იმედია ჯოკოვიჩის და კიმიხის ნაირები არ აღმოჩნდებიან ბარსაში
აქ ბევრმა გადაიტანა ახლახანს კოვიდი და თუ არ აქვთ აცრილი და მაშინ იმედია საკვანძო ფიგურები არ გამოგვაკლდება
ისე ეს წინასწარ ხოარ გაუთვლიათ და ცრუ ინფო ხოარ გაუვრცელებიათ კოვიდზე🤣😂? არ გამოკვირდება