მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
,,კამპ ნოუ” ჩემპიონთა ლიგის პრეზენტაციით კმაყოფილია

,,კამპ ნოუ” ჩემპიონთა ლიგის პრეზენტაციით კმაყოფილია

 ,,კამპ ნოუს” გამპერის თასის 46-ე გათამაშებაზე გმირების გახსენების შესაძლებლობა ჰქონდა.ფეხბურთელების წარდგენა მარტივად, მაგრამ სასიამოვნოდ მოხდა. პრეზენტაციის წამყვანები ხოსეპ გვარდიოლა და კარლეს პუიოლი იყვნენ. 

 

  ,,პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჯეფრენს, ბოიანს და მილიტოს. ისინი დიდი ხნის განმავლობაში გვეხმარებოდნენ. რთულია მოიგო ჩემპიონატი, მაგრამ კიდევ უფრო რთულია გაიმეორო საკუთარი მიღწევა. ჩვენ ყოველთვის თავდაუზოგავათ ვშრობობთ და ეს ჩვენთვის საამაყოა.” – განაცხადა გვარდიოლამ. 

 

დრო ფეხბურთელებისთვის

 

პუიოლი მიესალმა კლუბის ახალწვეულებს და განაცხადა: ,,სეზონი კარგად დავიწყეთ. ჩვენ უკვე გვაქვს ერთი ტიტული, მაგრამ უფრო მეტი გვინდა და ამაში თქვენ დაგვეხმარებით. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ისტორიის შექმნას განვაგრძობთ.” გამოცხადების შემდეგ ფეხბურთელები მოედანზე ოვაციის თანხლებით  შემდეგი თანმიმდევრობით გამოვიდნენ: ალექსისი, ფაბრეგასი, პუიოლი, ფონტასი, მაქსველი, ინიესტა, ბუსკეტსი, ჩავი, ვილა, პინტო, მასკერანო, პედრო და ბოლოს მესი.

 

ევროპული მოგონებები

 

საღამო ,,კამპ ნოუზე” ემოციების თანხლებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ოთხივე თასი გაიხსენეს. მოედნის ცენტრში ოთხი ბურთი გაუშვეს, რომლებზეც ეწერა: უემბლი – 1992, პარიზი – 2006, რომი – 2009, უემბლი – 2011. ცერემონიას მუსიკალურად აფორმებდა მონსერატ კაბალიეს და ფრედი მერკურის სიმღერა ,,ბარსელონა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში