workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

Football.ua კვლავ აგრძელებს ესპაეთის გუნდების განხილვას. ჯერი “ბარსელონაზე” დადგა.

 

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

 

პეპი ახალგაზრდა და ამბიციურია. იგი ძალიან წარმატებულია, ოღონდ ისეთი არა, როგორც ალექს ფერგიუსონი, ფაბიო კაპელო და ა.შ. იგი იმსახურებს პატივისცემას. მან გაზარდა ფეხბურთელების კლასი. უსაქმურები ტიტულებს ვერ იგებენ – 11 ტიტულს მითუმეტეს.

 

ვარსკვლავი: ლეო მესი

 

პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო ორი წლის მანძილზე, აქ სალაპარაკო არაფერია. შესანიშნავი ფეხბურთელი, რომლის დიდების შეფასება შეუძლებელია. იგი ჯერ კიდევ 24 წლისაა და იმდენი ტიტული აქვს დაგროვებული, რომ ბევრი ვეტერანიც ვერ დაიკვეხნის. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს არა ახლანდელ, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან.

 

ტოპ–ახალბედა: სესკ ფაბრეგასი

 

“ლა მასიის” აღზრდილი 16 წლისა იყო, როცა ნისლიან ალბიონზე წავიდა და 8 წლის შემდეგ კი ისევ სახლში დაბრუნდა. მისი სატრანსფერო საგა ძალიან დამაინტრიგებელია. ასევე საინტერესოა ფასიც, რომელიც კატალონიელებმა სესკში გადაიხადეს – 34 მილიონი ევრო + 5 მილიონი.

 

იმედი: ტიაგო ალაკანტარა

 

ტიაგო ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელზეც შეგვიძლიათ ვთქვათ – მომავალი საფეხბურთო ვარსვკლავი. მაზინიოს შვილი ყველა ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი იყო, რომელიც გამოიარა. რამდენიმე ხნის წინ კი “ფურია როხაში” დებიუტიც ჰქონდა. იგი მყარად უმაგრებს ხავის და ინიესტას ზურგს და მიუხედავად ფაბრეგასის მოსვლისა იგი ითამაშებს უფრო ხშირად, ვიდრე აქამდე.

 

სუსტი ადგილი: დაცვის ცენტრი

 

გვარდიოლას ერაში, ამ პოზიციაზე მყარად დგანან კარლეს პუიოლი და ხერარდ პიკე. ეს ორი ფეხბურთელი გამოცდილებასა და ახალგაზრდობას ერთმანეთს ახამებს. მიუხედავად ამისა, სათადარიგოთა სკამზე მათი შემცვლელი მხოლოდ ანდრეუს ფონტასია, რომელიც “ბარსელონა ბ”–დან ახლახანს გადმოიყვანეს. ასევე არიან უნივერსალებიც აბიდალი, ასკერანო, ბუსკეტსი, მაგრამ ეს სულ სხვაა.

 

ოპტიმალური შემადგენლობა: ვალდესი – დანი ალვესი – პუიოლი –პიკე – ბუსკეტი – ხავი – ინიესტა – მესი – ვილია – სანჩესი

 

პროგნოზი: ჩემპიონობა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward