როგორც ჩანს, “ბარსელონა” გუნდის 17 წლის ტალანტის, გავის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბლაუგრანას” გავის ახალი კონტრაქტის მოსამზადებლად ბიუჯეტის ნაწილი ოქტომბრიდან მზად აქვს.
წყაროს ცნობით, ახალი 5-წლიანი ხელშეკრულების ბოლო დეტალებს მხარეები მალე განიხილავენ. გაიზრდება ესპანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა, რომელიც ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს. გავის კონტრაქტის გახანგრძლივება დროის საკითხია. ფეხბურთელს მხოლოდ “ბარსელონაში” დარჩენა უნდა.
გავი მიმდინარე სეზონში “ბარსას” ნამდვილი აღმოჩენაა. ახალგაზრდა მოთამაშე კატალონიური გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდა. მან მონაწილეობა 22 მატჩში მიიღო, 1 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.
რამდენი ყვითელი ქონდა და ეხლა კიდევ წითელი.
50 მილიონი?! პედრის და ფატის როგორც აქვთ 1 მრდ გამოსასყიდი ისე დაადონ ამასაც
გავისაც, არაუხოსაც და ნიკოსაც უნდა გაუხანგძლივონ აუცილებლად აბდეს ჯერ დააკვირდნენ და თუ განვითარდება და იმედისმომცემი ტალანტი იქნება მაგასაც გაუხანგძლივონ
ეს და არაუხო დროულად უნდა დააბან!!! ამათი წასვლა არ შეიძლება, ორივე ლეგენდა იზრდება და ეჭვიც არ უნდა ეპარებოდეს ვინმეს რომ ბარსაში გაატარებენ ბოლომდე, სურვილიც ვერ უნდა უჩნდებოდეთ😆
ეს კაცი ხელშეუხებელია!