მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრიტიკის ქარცეცხლი მოურინიოსთვის

კრიტიკის ქარცეცხლი მოურინიოსთვის

შაბათს “მარკამ” გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ბოდიში მოიხადა იმ ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩის მიწურულს. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი სპეციალისტის უმსგავსო საქციელი მსოფლიო პრესის, ყოფილი ფეხბურთელებისა და მადრიდის ერთგული გულშემატკივრების განხილვისა და კრიტიკის საგნად იქცა.

პოლ ჰაივორდი, რომელიც სტატიებს  the Guardian–ისთვის წერს, მოურინიოს მატჩისშემდგომ ქმედებებს პოეტურად აღწერს: “მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლის დღიდან, “ბარსელონას” ხედვა ჟოზე მოურინიოს პრობლემად იქცა, ასე რომ, “ბარსას” მწვრთნელისთვის თვალის ამოთხრა ჰგავს სასოწრარკვეთილების შექსპირისეულ აქტს, რომელსაც სჩადის მენეჯერი, რომლის მუშაობაც ყოველგვარ კანონებსა და საფეხბურთო სულისკვეთებას სცდება. მოურინიოს მიერ საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა… იყო დამამტკიცებელი საბუთი ემოციური უუნარობისა, მიიღოს მორჩილის როლი მომდევნო წელს. მიუხედავად იმ მილიონობით სიტყვისა, რომელიც მისი მაკიაველისეულ ხედვას აღწერს, ეს ბოლოს “გამოხტომა” განსაზღვრავს მის გონებაჩლუნგობის დონეს და სისაძაგლეს, ვინაიდან მას ავიწყდება, რომ თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ლაჩრული საქციელი კამერების მიერ აისახება და ციფრული გზით მთელს მსოფლიოში ვრცელდება. რაციონალური ფორმით, მას არ უფიქრია, რომ ახალგაზრდა პროფესიონალისთვის თვალის ამოთხრა კიდევ უფრო დააზარალებდა მის გაცვეთილ რეპუტაციას.”

The Telegraph–ის ჟურნალისტმა, რორი სმიტმა თავის სტატიაში, რომელიც ეძღვნება მოურინიოს ქმედებებს სუპერთასის მატჩის მიწურულს, დაწერა : “თუთოელი სიტყვა მოურინიოსთვის მუსიკის ტოლფასია. ნებისმიერი საჩივარი თუ ბრალდება კვებავს მის ეგოს, აძლიერებს მის ამპარტავნობას. თითოეული განცხადება უბრალოდ ზრდის მის მიღწევებს. გასული ღამე იყო ბრწყინვალე ჟოზე მოურინიოსთვის. მიუხედავად მარცხისა და თავის მოჭრისა, ეს შესანიშნავი საღამო იყო, ვინაიდან დღეს ყველანი მასზე საუბრობენ.”

New York Times–ის ენდრიუ დასმა ესპანეთის სუპერთასი გამოიყენა იმისთვის, რათა აეხსნა “რატომ არ მოსწონს ხალხს მადრიდის “რეალი””. “ეს არის დაბნეულობა, ან შური, ან რაღაც ამის მსგავსი, რასაც მოურინიო და თავისი ფეხბურთელები წყობიდან გამოჰყავს. მათ შვიდი თამაში გამართეს “ბარსელონას” წინააღმდეგ გასული ნოემბრიდან მოყოლებული. მხოლოდ ერთში მოახერხეს გამარჯვება, სამაგიეროდ დაიმსახურეს ხუთი გაძევება. ეს ცალსახად მოურინიოს ხელობაა.”

გარდა საფეხბურთო ჟურნალისტებისა, მოურინიოს საქციელისადმი თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს მადრიდის “რეალის”ცნობილმა გულშემატკივრებმა თუ ყოფილმა წევრებმა. “თეთრების” ყოფილმა ფეხბურთელმა, ფერნანდო მორიენტესმა Radio Cope–ს განუცახადა, რომ მას შერცხვა თავისი ყოფილი გუნდის. “როგორც მადრიდის გულშემატკივარს, მრცხვენია კასილიასის განცხადების, თითქოს სესკი სიმულირებდა და ჩემში ზიზღის გრძნობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გუნდი ცერემონიას არ დაესწრო.” ხორხე ვალდანომ, რომელიც გასულ სეზონში “რეალის” გენერალური დირექტორის პოსტზე მოღვაწეობდა, Sport–თან ინტერვიუში განაცხადა: “რაც “კლასიკოზე” მოხდა, სარგებლობას არ მოუტანს მადრიდის “რეალს” და მოურინიოს. დარწმუნებული ვარ, რომ არავინ ამაყობს იმით, რაც მოხდა.” რაფაელ ნადალმაც კი, რომელიც მადრიდელთა ერთგული გულშემატკივარია, განაცხადა: “არსებობს რაღაც, რაც გამარჯვებებზე და მარცხებზე უფრო მნიშვნელოვანია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში