მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“პორტო” დანაკლისით ითამაშებს

“პორტო” დანაკლისით ითამაშებს

როგორც უეფას ოფიციალურ საიტზე დაიწერა, “პორტოს” ორი ლიდერი რადალემ გარსია ფალკაო და რუბენ რესურსიო მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდნენ.

 

როგორც იცით მადრიდელებმა სერხიო აგუეროს გაყიდვით საკმაოდ დიდი ფინანსური მოგება ნახეს და ტრანსფერებიც განახორციელეს. “პორტოს” ორი ფეხბურთელი უკვე ესპანურ გუნდში გადაბარგდა, რაც იამს ნიშნავს, რომ “ბარსელონასთან” სახეშცვლილ შემადგენლობას ვიხილავთ.

 

პორტუგალიური გუნდი დატოვა გამარჯვებების მთავარმა შემქმენლმა ვილიაშ ბოაშმაც, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა პორტუგალიაში. იგი ახლა ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელია, “პორტოს” კი სათავეში ვიტორ პერეირა უდგას.

 

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს გაიმართება უეფას სუპერ თასის გათამაშბა, სადაც მონაწილეობას მიიღებს უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებული “პორტო” და უეფა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კატალონიის “ბარსელონა”.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში