ოფიციალური ინფორმაციით, “ბრიუგემ” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპ კლემანის ნაცვლად ალფრედ შროიდერი დანიშნა.
49 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2020 წლიდან 2021 წლამდე “ბარსელონაში” რონალდ კუმანის ასისტენტი იყო, ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.
აქამდე ნიდერლანდელს მთავარი მწვრთნელის რანგში მხოლოდ ორჯერ, “ტვენტესა” და “ჰოფენჰაიმში” უმუშავია, სხვა შემთხვევებში კი იგი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. ჩამოთვლილი გუნდების გარდა, შროიდერს “ვიტესისა” და “აიაქსის” შტაბში მუშაობის გამოცდილება აქვს.
Welkom, Alfred Schreuder! 👋🏼
De Nederlander vervangt Philippe Clement en wordt onze nieuwe hoofdcoach.MEER: https://t.co/oCaxZeQylE pic.twitter.com/2E8Y0PUhPW
— Club Brugge KV (@ClubBrugge) January 3, 2022
კუმანს კი აჯობა და.
კუმანს არავინ აიყვანს მწვრთნელად და ეს არაა ცუდი როჟა, ჩემი აზრით ეს რომ ყოფილიყო ნწვრთნელი კუმანის ნაცვლად ბევრად უკეთეს შედეგს დადებდა
არც ეს არაა შესაფერისი მწვრთნელი ბარსასთვის მაგრამ კუმანს ბევრად ჯობია, სადღაც ვალენსიას დონის მწვრთნელია მაქსიმუმ
ვაა მელოტა მაგრად მევასებოდა