workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი: დემბელეთი იმედგაცრუებული არ ვარ

ჩავი ერნანდესი: დემბელეთი იმედგაცრუებული არ ვარ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “მალიორკასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა

დემბელეთი იმედგაცრუებული არ ვარ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წარმომადგენლები მუშაობენ. ჩვენ, კლუბს, ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. კვლავ უსმანის გამოხმაურებას ველოდები.

დემბელეს კიდევ ვესაუბრე და იმედი მაქვს, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს მიუახლოვდება. მას ჩვენი დახმარება შეუძლია. უსმანი გვჭირდება. მან იცის, რომ ეს დარჩენისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ფეხბურთელები უნდა გავუშვათ… თუ დემბელესთან კონტრაქტს გავახანგრძლივებთ, ფერანს დავარეგისტრირებთ და ტრანსფერს კიდევ განვახორციელებთ… უნდა მოვიცადოთ.

უსმანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ ვიცდით. კლუბის წარმომადგენლები შეხვედრას კიდევ გამართავენ. ვნახოთ, რა მოხდება.

დემბელეს ჩვეულებრივ ვესაუბრები. მას ვეუბნები, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომ გვჭირდება, რომ მნიშვნელოვანია კლუბის მომავლისთვის. შემიძლია, მას მხოლოდ სპორტული კუთხით ველაპარაკო.

დარწმუნებული ვარ, უსმანი სხვა გუნდში უფრო ბედნიერი არ იქნება. მას ვეუბნები, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბშია და ვაცნობ სპორტულ პროექტს, რომელიც ეკონომიკურ მხარეს აღემატება.

უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს, რაც “ბარსას” ფერან ტორესის დარეგისტრირებაში ხელს უშლის. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩავი ერნანდესი ფრანგის პოზიციით იმედგაცრუებულია, რადგან უსმანმა მას ხელშეკრულების გახანგრძლივების პირობა მისცა. როგორც ცნობილია, ორშაბათს კლუბსა და დემბელეს წარმომადგენლებს შორის უკანასკნელი შეხვედრა გაიმართება, სადაც 24 წლის მოთამაშის მომავალი გადაწყდება.

ცნობისთვის, დემბელეს დღეიდან ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების წარმოება შეუძლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 02 იან 2022, 12:23

    გავგიჟდები, ამას კიდევ როგორ უჯერებენ? ბოდიში და ამათაც კარგად აკლიათ. რით ვეღარ ხვდებიან, რო უმაქნისი ფეხბურთელი ბარსას გამოწოვს მთლიანად კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას და მერე კიდევ დამატებით აიღებს ბონუსებს იქ სადაც მივა. თუმცა ვაი იმ გუნდს სადაც ეს მივა და ბარსელონურ კარიერას განაგრძობს, ლაზარეთში ცხოვრებით.

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 იან 2022, 22:23

    აი ამდენი რამის შემდეგ რომ ასე გი@რაკებს ფეხბურთელი და მერე თან უფასოდ მიეწუწება დასაკოდია პირდაპირ, იმედია იანვარში გაყიდიან ანდა ამოალპონ სკამზე