workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი დემბელეთი ძალიან იმედგაცრუებულია – AS

ჩავი დემბელეთი ძალიან იმედგაცრუებულია – AS

ბოლოს დროს გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ უსმან დემბელე წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დარჩენასთან. “ბარსელონასა” და ფრანგ შემტევს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რისი მიზეზიც 24 წლის ფეხბურთელის მიერ ასტრონომიული მოთხოვნებია.

AS-ის ცნობით, ჩავი ერნანდესი დემბელეთი ძალიან იმედგაცრუებულია. უსმანი მას 20 დეკემბერს შეჰპირდა, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა. “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ აგენტს ფეხბურთელზე ძალიან დიდი გავლენა აქვს.

წყაროს ინფორმაციით, ჩავის ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ დემბელე საბოლოოდ კლუბის შეთავაზებას დათანხმდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსასა” და დემბელეს შორის ორშაბათს საბოლოო შეხვედრა გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • xavi73
    schedule 01 იან 2022, 19:17

    მოაშორეთ გაანათხოვრეთ მაინც თუ არავის უნდა და მერე ყიდვის პუნქტით / ამისგან არაფერი გამოვა სადაც არუნდა იყოს

  • Iniesta_8
    schedule 01 იან 2022, 18:40

    ერთი მხრივ კარგია აბსურდული ხელფასი რომ მოინდომა, ახლა აღარ გაუფორმებენ კონტრაქტს და მოგვშორდება სამუდამოდ. ერთი საწყენი ისაა რომ 1 ევრო ვერ ამოიღეს ამისი ტრანსფერიდან, საერთოდ ტყუილად დაიკარგა 120 მილიონი.

  • walker599
    schedule 01 იან 2022, 18:31

    პერესი უნდა ახლა ამას და მაგის აგენტს,ასწავლიდა ჭკვას.

  • nika 54
    schedule 01 იან 2022, 18:00

    ამის იმედი კიდევ როგორა აქვთ, მე 2017-დან არ ვენდობი ამ "ფეხბურთელს" მას შემდეგ რაც დორტმუნდიდან წამოვიდა დიდი ხმაურით.

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 იან 2022, 17:59

    ნაბი@ვარია დემბელე, ბარსასგან რასაც იმსახურებს ისაა რომ ტრიბუნაზე დაალპონ და ვარჯიშზე ისეთი ტრამვა აჰკიდონ რომ უგუნდოდ დარჩეს