მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის სუპერთასი – ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ესპანეთის სუპერთასი – ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” კიდევ ერთი ტიტულის – ესპანეთის სუპეთასის მფლობელი გახდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

 

ჩავი: “მადრიდის იმიჯი იყო სამარცხვინო. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს… ჩვენ გვწამს საფეხბურთო სამართლიანობის და დღეს სწორედ სამართალმა იზეიმა.”

 

ანდრეს ინიესტა: “მოხარული ვარ მოპოვებული ტიტულით და იმით, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდა. ბედნიერი ვარ თამაშის ყველა წუთით. როგორც გუნდი, უკვე დიდი ხანია ერთად ვართ და ვცილობთ, რომ ყოველწლიურად უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ თითოეული ჩვენთაგანი უფრო განვვითარებულიყავით, ამიტომ გვჭირდება, რომ შემოგვიერთდნენ ახალი ფეხბურთელები და ჩვენს თამაშს სიახლე შეჰმატონ. ამ მიდგომით, ახალი ფეხბურთელები შესანიშნავია ჩვენი გუნდისთვის.”

 

ფაბრეგასი: “ძალიან ბედნიერი ვარ. უნდა გავაგრძელო გაუმჯობესება და შევეცადო, მოვიგო უფრო მეტი ტიტული.”

 

“მესის ვიცნობ 13 წლიდან. ერთმანეთს კარგად ვეწყობით და ეს მისი დამსახურებაა. ყველანი კარგად ეწყობიან მას. ის მსოფლიოში საუკეთესოა. არასდროს მითამაშია მის მსგავს ფეხბურთელთან და ვთვლი, რომ ვერც ვერასდროს ვითამაშებ. ასე რომ, ვცდილობ ვისიამოვნო და ვისწავლო მისგან.”

 

“შესანიშნავი მომენტია, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მადრიდის “რეალს”. ეს მსოფლიოს უდიდესი დერბია და მოხარული ვარ, რომ მისი მონაწილე გავხდი.”

 

“უდიდესი კონკურენციაა. ჩვენ საუბარი გვაქვს მსოფლიოს ორ საუკეთესო კლუბზე, რომელთაც სურთ გამარჯვება. ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა (საუბარია მარსელოს მიერ უკნიდან ფეხებში ვარდნაზე).”

 

“კარგი დასაწყისი ყოველთვის კარგია. ძალიან ბედნიერი ვარ. მათ ახალი გატანილი ჰქონდათ გოლი, როცა მოედანზე შემოვედი და ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, იყო ჩემი გუნდის დახმარება.”

 

მადრიდის “რეალი”

 

სერხიო რამოსი: “ორივე მატჩში კარგად ვითამაშეთ და მოედანს თავაწეულები ვტოვებთ.”

 

“ძალიან სერიოზული შეხვედრა ჩავატარეთ აქაც და სახლშიც. თასი არ მოგვიგია, მაგრამ შესანიშნავი სანახაობა ვაჩვენეთ. “ბარსელონა” უკეთესი იყო მხოლოდ შედეგით, ვინაიდან მათ უფრო მეტი შანსი გამოიყენეს. მადრიდის “რეალმა” შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩვენ ვერავინ დაგვადანაშაულებს რამეში.”

 

“ისეთი მატჩები, სადაც ტიტულის მოგებაზეა საუბარი, ყოველთვის იწვევს ნერვიულობას და ზეწოლას. რაც მოხდება მოედანზე, მოედანზევე რჩება. არ მინდა რაიმე სახის შედარებების გაკეთება. ჩვენ ვართ თავმდაბლები და შრომის მოყვარულები და აქ იმისთვის ვართ, რომ მადრიდის “რეალი” უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ.”

 

“სეზონი გრძელია და ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. თანდათანობით ვეცნობით ჩვენს ოპონენტებს და განსაკუთრებულად ვემზადებით მატჩებისთვის.”

 

“ბოდიშს ვუხდით გულშემატკივრებს იმის გამო, რომ თასი ვერ მოვიგეთ. იმედი მაქვს, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას.”

 

იკერ კასილიასი: “ცხადია, რომ ყოველთვის კონფლიქტი ხდება. მარსელოს ვარდნა არ იყო ძალიან უხეში. ფრე სამართლიანი იქნებოდა. არაერთხელ გვისაუბრია, თუ რას ვფიქრობთ მსაჯების მუშაობაზე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, “ბარსელონას” გამარჯვება მივულოცო.”

 

ხაბი ალონსო: “სირცხვილია. ბედნიერები ვიქნებოდით თასი რომ მოგვეგო. ჩვენ ეს ვერ შევძელით, მაგრამ თამაში იყო დაძაბული ისე, როგორც არასდროს. მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა ფორტუნამ გვიმტყუნა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ცხადია, ბედნიერები არ ვართ, მაგრამ დადებითი შეგრძნებები გვაქვს. ჩვენ ორი შესანიშნავი შეხვედრა გავმართეთ “ბარსელონასთან” და მინდა, მივულოცო მათ გამარჯვება. ყველაფერი ახლა იწყება. სეზონის დასრულებამდე ცხრა თვეა დარჩენილი.”

 

“შორს ვიდექი და არ დამინახავს რა მოხდამატჩის მიწურულს, მაგრამ ცხადია, დაძაბულობამ მაშინ იმატა, როცა მარსელოს წითელი ბარათი უჩვენეს. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში