“სევილიასთან” მატჩით, “ბარსელონასთვის” 2020 წელი დასრულდა. ახლა კლუბის მთავარი ამოცანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა და სწორი სატრანსფერო პოლიტიკის გატარებაა. სწორედ ამ საკითხების უკეთ გასაგებად Movistar-მა “ბარსას” სპორტულ დირექტორთან, მატეუ ალემანისთან ინტერვიუ ჩაწერა.
მთავარი ამოცანები:
ახლა ბევრი ამოცანა გვაქვს, პირველი მათგანი ფინანსური Fair Play-ს დაცვაა, რათა ფეხბურთელების შეძენა შევძლოთ. უნდა გავუშვათ ფეხბურთელები და სამართლიანი თამაშის წესების შესაბამისად ვიმოქმედოთ. ჩვენ კარგად ვიცით, რა გვინდა, მიუხედავად ამისა, ამაზე არ ვისაუბრებ.
ფერან ტორესი:
ჩვენ მკვეთრად განსაზღვრული იდეები გვაქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ.
უსმან დემბელე:
უსმანი გუნდს ბევრს აძლევს, ის მეტოქეებს საფრთხეს უქმნის.
“სევილიასთან” თამაში:
ფინიშინგში მოვიკოჭლებდით, თუმცა სწორ გზას ვადგავართ. ისეთი მნიშვნელოვანი დანაკლისის მიუხედავად, როგორიც ანსუსა და მემფისის არყოფნაა, პროგრესით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.
კატალონიური გრანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გვპირდება. ივარაუდება, რომ გუნდს მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს, რაც სახელფასო ფონდს გამოათავისუფლებს და ტრანსფერების განხორციელების შანსს გააჩენს. “ბარსას” მთავარი სამიზნე ფერან ტორესია.




თითონ გააგორონ და კილერის ფულიც დაეზოგებათ. ალვესს დაავალონ.
მაღალ ხელფასიანი ვინც არ წავა კილერი დაიქირავეთ და გააგორეთ, უფრო ნაკლები დაგიჯდებათ. 😉
პენდრაგონი,
ნეტა მესიმ რო დაბრუნება მოინდომოს ჩავი რა აზრზე იქნება?
ამ გუნდიდან რომ მესი არ წასულიყო ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ბარსა იქნებოდა. ფინიშერი გვინდა ვინმე
ეს კაცი ხან ჭრის და ხან კერავს, ჩამოყალიბდნენ ვაკეთებთ ზამთარში ტრანსფერებს თუ ვრჩებით დემბელეს იმედზე?