workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იანვარში ბარსელონას მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს

იანვარში ბარსელონას მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს

“ბარსელონა” იანვრიდან აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას წამოიწყებს, რისი მიზანიც გუნდის გაძლიერება იქნება. ამისთვის კი რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაა საჭირო. 

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსა” ზამთარში მინიმუმ სამ ფეხბურთელს გაუშვებს. ესენი არიან: ლუკ დე იონგი, იუსუფ დემირი და, შესაძლოა, ინიაკი პენიაც. ამ უკანასკნელის შესახებ ცნობები აქამდეც გავრცელდა და, ივარაუდება, რომ ის გუნდს იჯარით დატოვებს. რაც შეეხებათ დემირსა და დე იონგს, ისინი “ბლაუგრანაში” იჯარით თამაშობენ და, შესაძლოა, გუნდმა ორივე მათგანის საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტოს.

ჟურნალისტის თქმით, კატალონიური გრანდი სამუელ უმტიტისა და ფილიპე კოუტინიოს გაშვებაზეც მუშაობს.

ამაღამ, თბილისის დროით 00:30 საათზე “ბარსელონა” წლის ბოლო მატჩს გამართავს, რის შემდეგადაც კლუბი ტრანსფერებზე მუშაობას შეუდგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    schedule 21 დეკ 2021, 17:53

    კოუტინიო იქნება შევტენოთ რამენაირად ნიუკასლს. ტიპებმა ამ ზამთარში თუ რამე არ ქნეს ჩემპიონშიპიდან მოუწევთ გუნდის შენება, ან ენდი ჰაუ რამ მოაყვანინათ, რომელი ტოპ გუნდის ამშენებელი ეგაა

  • nika 54
    schedule 21 დეკ 2021, 17:12

    ისე სურათზეც რა იმედდაკარგული ადამიანის იერი აქვს. შეგეცოდება კაცს. გაუშვით ეგება სადმე ბედს ეწიოს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 დეკ 2021, 16:39

    ეჰ გასაშვების მეტი რა არის, ნელ ნელა მოაშორონ ეს უვარგისება და შემცვლელად პერსპექტიული ხალხი მოიყვანონ და არა კიდევ უვარგისები

  • Barca1980
    schedule 21 დეკ 2021, 16:35

    რას ფიქრობთ ბალდესთვის კონკურენტის არსებობაზე ანხელინოს სახით ? ალბა ალბათ მალე ან წავა ან სკამზე გადაჯდება , წელს ტრავმა ხშირად აქვს საკმაოდ . მე პირადად მომწონს ანხელინიოს თამაში , სისწრაფეც აქვს , პასიც და დარტყმაც იცის , მგონი არ არის ცუდი ვარიანტი .