დღეს, ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
გათამაშებაში “ატლეტიკო”, “რეალი” და “ბარსელონა” ერთვებიან, რომლებიც დაბალი კატეგორიების გუნდებს შეხვდებიან. კატალონიელებს შესაძლო მეტოქეები შემდეგი კლუბები არიან: “ლინარესი”, “ალკოიანო”, “რაიო მახადაონდა”, “ატლეტიკო ბალეარესი” და “ატლეტიკო მანჩა რეალი”. ეს უკანასკნელი რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს, დანარჩენები კი – რანგით მესამეში.
“ბარსა”, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, 1/16-ფინალურ მატჩს 5 ან 6 იანვარს ჩაატარებს. დაპირისპირება ერთმატჩიანია და იგი მეტოქის მოედანზე გაიმართება.
წილისყრა, თბილისის დროით, 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ეს თასი მაინც ავიღოთ, სანამ რეალი ჩემპიონობაზე და ლიგაზე ჩალიჩობს.
სევილია სად გადარჩა კინაღამ გააგდეს, ხეტაფემ როგორ სამარცხვონიდ წააგო.იმედია შარშანდელივით გავარდებიან ძლიერები და იქნებ გავიწიოთ მოსაგებად, წინაზე მაგრად გაგვიმართლა ერთადერთი ძლიერი გუნდი რომელსაც შევხვდით სევილია იყო
იმედია ალკოიანო არ შეგვხვდება, დანარჩენთან 50/50 -ზეა.
ამათაც თუ ვერ მოუგეს და რავიცი მართლა ამათი ტუუუუუუ