წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
13 დეკემბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1899 წელი
“ბარსელონას” დამაარსებელმა, ჟოან გამპერმა მისი მშობლიური ქვეყნის, შვეიცარიის ერთ-ერთ გაზეთში “ბარსას” ისტორიაში პირველი თამაშის (0-1 წაგება) მიმოხილვა გამოაქვეყნა.
1992 წელი
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” საკონტინენტთაშორისო თასზე ბრაზილიურ “სან პაულუსთან” 1-2 დამარცხდა. კატალონიელთა მხრიდან გოლი ხრისტო სტოიჩკოვმა გაიტანა.
2008 წელი
პეპ გვარდიოლას ერაში პირველი “ელ კლასიკო” “ბარსელონამ” 2-0 მოიგო. გოლები ეტო’ომ და მესიმ გაიტანეს. ეს “ელ კლასიკოში” “ბარსას” პირველი მოგება იყო 2005 წლის შემდეგ.
2008 წელი
პეპ გვარდიოლას ერაში პირველი "ელ კლასიკო" "ბარსელონამ" 2-0 მოიგო. გოლები ეტო'ომ და მესიმ გაიტანეს. ეს "ელ კლასიკოში" "ბარსას" პირველი მოგება იყო 2005 წლის შემდეგ.
ეს პირველი წრე იყო, მეორეში საერთოდ 6-2 დაუმთავრა და ჩემპიონობაც გაინაღდა ფაქტიურად.
კარგა ხანია კლასიკო არ მოგვიგია. ახლა სუპერთასზე გველოდება რეალთან ჯახი. იმედია იქამდე დალაგდება გუნდი