ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

11 დეკემბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1961 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ურბანო ორტეგა. 1982-1991 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 182 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ურბანომ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის ლიგის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1981 წელი

დაიბადა “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ხავიერ სავიოლა. 2001-2007  წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 178 თამაში ჩაატარა და 74 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდში სავიოლამ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2013 წელი

ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სელტიკი” 6-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები ნეიმარმა (3), პედრომ, ტელიომ და პიკემ გაიტანეს. პიკეს გოლი “ბარსელონასთვის” ევროტურნირებზე მე-1000 იყო. ნეიმარისთვის კი ეს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლები გამოდგა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    11 დეკ 2021, 15:01

    ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში – 11 დეკემბერი
    ბარსამ ფეხბურთელებზე ზეწოლა დაიწყო, რათა იანვარში ტორესი და კავანი შეიძინოს