“ბარსელონას” შემტევს, უსმან დემბელეს წინ ძალიან დაძაბული დღეები ელოდება. ერთი მხრივ, 24 წლის ფეხბურთელს ზეგ “ბაიერნთან” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს, რომელშიც ფრანგი შეტევაში “ბლაუგრანას” დიდი იმედია, მეორე მხრივ კი, მას ვადა ეწურება – დემბელემ უნდა გადაყვიტოს, დარჩება თუ წავა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” დემბელეს პასუხს ელოდება. კატალონიელებს სურთ, რაც შეიძლება მალე გაიგონ, გაახანგრძლივებს თუ არა ფრანგი კონტრქაქტს. კლუბმა ფეხბურთელს ულტიმატუმი წაუყენა – უსმანმა “ბარსელონას” პასუხი უახლოეს დღეებში უნდა აცნობოს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანა” დემბელეს ფიქსირებულ ხელფასს 7.5 მილიონსა და ცვლადების სახით 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს. MD-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა.
“ბარსა” დემბელესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს. უსმანს დარჩენა უნდა, თუმცა, მასზე გავლენას აგენტი მუსა სისოკო ახდენს, რომელიც ფეხბურთელს კლუბის შეცვლისკენ მოუწოდებს.
ამასთან საყვერწნი არ გვჭირს არაფერი, თუ უნდა დარჩეს, თუარადა ნა@@ი
თუ მოიგეს ბაიერნთან დარჩება ესეც, უეჭველი ევროპა ლიგისგან უნდა თავის არიდება ამას და ამის ბოზ აგენტს, მარა ვინ წაიყვანს ამას უჩლ-ზე მოთამაშე😂
მე მეგონა აგენტი იმისთვის აყავდათ, რო ფეხბურთელის აზრი გაეზიარებინათ, აქ ვატყობ ყველაფერი უკუღმაა, დემბელე იზიარებს აგენტის აზრს როგორ გამდიდრდეს თვითონ აგენტი.