ბარსელონაში ფიქრობენ, რომ დემბელემ წასვლა უკვე გადაწყვიტა

ბარსელონაში ფიქრობენ, რომ დემბელემ წასვლა უკვე გადაწყვიტა

ელენა კონდისის ინფორმაციით, “ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ უსმან დემბელე უკვე წასულია.

კატალონიურმა კლუბს “პარი სენ-ჟერმენმა” ფრანგთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ნებართვა ოფიციალურად სთხოვა, მაგრამ “ბარსამ” უპასუხა, რომ დემბელე ხელშეუხებელია და €50-მილიონიანი გამოსასყიდი აქვს.

პსჟ-მა დემბელეს გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა, რის შემდეგაც “ბარსელონა” პესიმისტურადაა განწყობილი. 

SER-ის ცნობით, ფრანგი ფიქრობდა, რომ “ბარსას” მისი გაყიდვა სურდა, მაგრამ გუშინ მატეუ ალემანიმ ფეხბურთელს აუხსნა, რომ ასე არაა. მასთან ჩავიმაც ისაუბრა და ამას კიდევ გააკეთებს. 

თუ “პარი სენ-ჟერმენი” დემბელეს გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, “ბარსელონასთან” დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ ფრანგულ კლუბთან ომი დაიწყება. კატალონიური გრანდი UEFA-ს მოსთხოვს, FFP-ს წესებთან პსჟ-ის ქმედებების შესაბამისობა გამოიძიოს და ასევე, ფრანგული გუნდის ეკონომიკური ძლიერების წარმომავლობა დადგინდეს.

უსმანს “ბარსელონა” 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვამ ახალი ხელშეკრულების გაფორმებისთვის €6-€7 მილიონით მეტი მოითხოვა. “ბარსა” შეთავაზების შეცვლას არ აპირებს. 

Mundo Deportivo-ს თანახმად, “ბლაუგრანა” ვარაუდობს, რომ დემბელე, შესაძლოა, ხვალ “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი გახდეს. პსჟ მზადაა, “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები 1 აგვისტოს შემდეგაც აწარმოოს, თუ ფრანგს გამოსასყიდი თანხის მეშვეობით ვერ შეიძენს.

Relevo-ს თქმით, ყველაფერი დემბელეს ხელშია. “ბარსა” მის გადაწყვეტილებას ელოდება, მუსა სისოკო კი თავის კლიენტს პსჟ-ის შეთავაზების მიღებისკენ მოუწოდებს. 

როგორც ჟერარ რომერო იტყობინება, დალასში უცნაური სიტუაციაა. ჩავი ერნანდესი დემბელეს შეჩერებას ცდილობს, მაგრამ კლუბის წევრების ნაწილს სჯერა, რომ ის ხვალ გუნდს დატოვებს. გასახდელ ოთახში ამის გამო ძალიან ცუდი ატმოსფეროა.

პრეზიდენტ ლაპორტას არ მოეწონა, რომ დემბელეს აგენტი ამერიკაში იმყოფება. დღეს ჩავისა და დემბელეს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი, მაგრამ ამ მომენტისთვის ის წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დარჩენასთან.

RMC Sport-ის მტკიცებით, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, უსმან დემბელე ძალიან მალე “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი გახდება, ალფრედო მარტინესი კი იუწყება, რომ ფრანგი გამოსასყიდი თანხის გააქტიურებას გამორიცხავს და სურს, ტრანსფერის შემთხვევაში კლუბები ფასზე შეთანხმდნენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 31 ივლ 2023, 17:28

    ფრანგი გამოსასყიდი თანხის გააქტიურებას გამორიცხავს და სურს, ტრანსფერის შემთხვევაში კლუბები ფასზე შეთანხმდნენ.
    ეს თუ მართალია, მაშინ ხვალიდან ბარსამ შეიძლება 100 მილიონი მოითხოვოს, დემბელეს არ უნდა ბარსა ნაწყენი დატოვოს და მე მგონი 100 მილიონს ბარსა აიღებს მთლიანად, სიკოკუს დედიმისისა შეხვდება.

  • Rick Sanchez
    schedule 31 ივლ 2023, 14:58

    დრო მაინც გაიყვანონ როგორმე

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 31 ივლ 2023, 05:35

    Es aris pro*i. Aq gamochnda rogor uyvars gundi,agvistomdec ar moicada. Aman rac dortmundshi ambebi atara unda gvcodnoda ro aqac igive pro*ulad moiqceoda.

  • rivaldo80
    schedule 31 ივლ 2023, 01:17

    რომ წერებ აქ ამაზე უკეთესი ვინ გყვავსო რაც ამან ორ წელში გაკეთა პირველ სეზონში დადო რაფინიამ ან რით ჯობია სისწრაფით რომ კაცს ცდება??😂😂😂

  • Bakero
    schedule 31 ივლ 2023, 01:04

    ცნობისათვის 147 მილიონი ბონუსების ჩათვლით ! გვაქვს გადახდილი ამაში confused ……კოუტინიოს შემდეგ ყველაზე ძვირი ტრანსფერი იყო confused confused confused

  • datio
    schedule 31 ივლ 2023, 00:52

    Barca for life,
    უფასოდ წასვლას თუნდაც 25 მილიონის მიღება არ სჯობდა? მეორე 25 მილიონს რომ რამე აგენტი მიიღებს. აბა ისე იმ ხან აგენტს რა გააჩერებდა…
    ჰოდა 25 მილიონი ნულზე მეტია., თორემ ისე დემბელე მბაპეს ამჯობინა ბართომეუმ და მეტი რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ 🙁
    თუ ბოლო აბზაცი სწორია, მაშინ 6 წელიწადში დემბელეს საუკეთესო ქმედება ეგ გამოდის

  • Visca el barca
    schedule 31 ივლ 2023, 00:36

    გაწელონ 1 აგვისტომდე და გაასხმევინონ 100 მილიონად

  • Clever liar
    schedule 31 ივლ 2023, 00:33

    230ს იღებს პსჟ მინიმუმ მბაპეში როგორც ამბობენ და მის პირდაპირ შემცვლელში მაგის ნახევრის გადახდაც აღარ უნდათ? 100 რო გადაიხადუნ უპრობლემოდ გავიწევთ ბერნარდუზე და მერე მერე რაფიანს გასუხარება და ფელიშის მოყვანაც არ იქნებოდა ცუდი აზრი..

  • rivaldo80
    schedule 31 ივლ 2023, 00:32

    ვის რაში ჭირდება ეს ფრანგი რომ არ იყოს პსჟ გარდა ვინ იყიდიდა! ამას იჯარით თუ წაიყვანს ვინმე გვახსოვს როცა წასვლა უნდოდა ეგონა რიგი დაუდგებოდა ან არაბეთში უნდა წავიდეს ან პსჟ სხვა ეს ფეხბურთელი არავის არ ჭირდება.

  • lesane C
    schedule 31 ივლ 2023, 00:30

    1 აგვისტომდე მოიცადოს და მერე გააჟვას 100 ად

  • Rolex
    schedule 31 ივლ 2023, 00:15

    ციტატა: Maestro 6
    ბიჯო ძაან იაფად ნუ შეელევიან, ან 60 ანდა დაახვიონ, ფული მაინცააქვთ მაგათ


    ხო რა 60-70 რო წაიყვანონ კარგი იქნება.ბერნარდუ თუ მოვა ჩვენ ბედს სუარესი არ დაყეფავს🙃

  • Maestro 6
    schedule 31 ივლ 2023, 00:00

    ბიჯო ძაან იაფად ნუ შეელევიან, ან 60 ანდა დაახვიონ, ფული მაინცააქვთ მაგათ