ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

24 ნოემბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1993 წელი

ჩემპიონთა ლიგაზე “გალათასარაისთან” სტუმრად უგოლოდ ჩატარებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით დებიუტი ჰქონდა სერჟი ბარჟუანს.

1993 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის შვედი ფეხბურთელი ფრიდოლინა როლფო.

2010 წელი

ჩემპიონთა ლიგაზე “პანათინაიკოსთან” სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ “ბარსელონას” მაისურით 150-ე გოლი გაიტანა. დანარჩენი 2 გოლის ავტორი პედრო როდრიგესია.

2015 წელი

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე “რომა” 6-1 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), სუარესმა (2), პიკემ და ადრიანომ გაიტანეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • EL MAESTRO 6
    24 ნოე 2021, 21:16

    nika 54,
    ვალვერდე😒

  • nika 54
    24 ნოე 2021, 18:21

    2015 წელი
    "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე "რომა" 6-1 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), სუარესმა (2), პიკემ და ადრიანომ გაიტანეს.

    2018-ში რა ეცათ აბა.