workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ილიას აკომაკმა თამაშის ნებართვა მიიღო

ოფიციალურად: ილიას აკომაკმა თამაშის ნებართვა მიიღო

ახლახანს, “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 17 წლის ფორვარდმა, ილიას აკომაკმა, რომელიც ტრავმირებული იყო, ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო.

ილიასი “ბარსა ბ-ს” წევრია, თუმცა, მასთან დაკავშირებული სიახლეები პირველ გუნდსაც მალე შეეხება: ის ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ჩავი ერნანდესი სასიამოვნოდ გააკვირვეს. “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის განცხადებით, სარეზერვო გუნდის წევრები სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებენ და მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.

იმის შანსი, რომ კატალონიელ-მაროკოელ ფეხბურთელს დღეს “ესპანიოლთან” მატჩის განაცხადში ვიხილავთ, არც ისე დაბალია.

აკომაკმა მიმდინარე სეზონში “ბარსა ბ-ს” 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებს კი 6-ჯერ დაეხმარა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • La Pulga10
    schedule 20 ნოე 2021, 17:56

    ციტატა: Albicelecte
    ესპანელ-მოროკოელი ყოფილა, მე კიდევ რატომღაც გვინეა-გვინეა-ბისაუდან მეგონა barca-6


    ეგენი უფრო შავები არიან ხოლმე

  • nika 54
    schedule 20 ნოე 2021, 16:45

    ალბათ ამის გამოსასყიდიც მილიარდი იქნება მალე.

  • _OLD_
    schedule 20 ნოე 2021, 15:46

    აკომაკია თუ აკომაჩი

  • Albicelecte
    schedule 20 ნოე 2021, 15:08

    ესპანელ-მოროკოელი ყოფილა, მე კიდევ რატომღაც გვინეა-გვინეა-ბისაუდან მეგონა barca-6