მუსა ვაგეს რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება

მუსა ვაგეს რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება

გაბრიელ სანსის ინფორმაციით, ჯერ კიდევ “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის, მუსა ვაგეს სარეაბილიტაციო პროცესი დასასრულს უახლოვდება.

სენეგალელმა მარჯვენა მცველმა 2020 წელს, როდესაც იგი ბერძნული პაოკ-ის რიგებში იჯარით ასპარეზობდა, მუხლის ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც უქმად ყოფნა უწევს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, 23 წლის მოთამაშე 2 თვეში მოედანზე გასვლას კვლავ შეძლებს.

ვაგე “ბარსამ” 2018 წელს, ბელგიური “ეიპენიდან” შეიძინა. მან სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში 20 მატჩში თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა, პირველ გუნდში კი მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა.

მუსას “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    18 ნოე 2021, 22:40

    ეს გაყიდული მეგონა.

  • EL MAESTRO 6
    18 ნოე 2021, 09:49

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    ციტატა: azulgerana
    2 წლიანი ტრამვა მიიღო? scream


    დააჭირე აქ


    უი საწყალი😥

  • გიორგი ჩანგელია
    17 ნოე 2021, 21:55

    ციტატა: azulgerana
    2 წლიანი ტრამვა მიიღო? scream


    დააჭირე აქ

  • azulgerana
    17 ნოე 2021, 21:48

    2 წლიანი ტრამვა მიიღო? scream