ოფიციალური ინფორმაციით, სენეგალელმა მარჯვენა მცველმა, მუსა ვაგემ “ბარსელონა” დატოვა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით ხორვატულ “გორიცას” შეუერთდა. “ბლაუგრანასთან” მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს იწურება, რაც ნიშნავს, რომ, ზაგრებში თამაშის შემდეგ, ვაგე თავისუფალი აგენტი გახდება. კატალონიურმა გრანდმა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ მოისურვა, რადგან მუსა ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის.
“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” სენეგალელი ფლანგელი 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი პერფორმანსის შეიძინეს. 2018-19 წლებში იგი “ბარსა ატლეტიკის” წევრი იყო, შემდეგ კი შანსი პირველ გუნდშიც მიეცა. 2020 წელს ვაგე “ნიცაში” გაანათხოვრეს, ამავე წელს კი პაოკ-ში იჯარით გაუშვეს, სადაც ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა. 23 წლის მოთამაშემ ვარჯიში გასული სეზონის მიწურულს, “ბარსელონაში” აღადგინა.
“ბარსა ატლეტიკის” რიგებში მუსას ანგარიშზე 20 მატჩი, 2 გოლი და 3 ასისტია, პირველი გუნდის მაისურით კი მას 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
უფასოდ წავიდა? ლუდის ფული მაინც არ დატოვეს!?
წარმატებები ყველგან. სადაც წავა.
სხვათაშორის კარგი ბიჭი იყო და ცუდია შანსი რომ არ მიეცა.
ღადააობ