Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” დარწმუნებულია, რომ ახალ სპონსორს იპოვის, რომლისგანაც, დაახლოებით, 55 მილიონ ევროს მიიღებს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “ბარსას” სხვა სპონსორები აჩქარებენ და უბიძგებენ, რომ ახალი პარტნიორი სწრაფად იპოვოს, რათა მაისურების დიზაინები დაამუშაონ და ახალი პროდუქცია გამოუშვან.
ცნობისთვის, 2017 წელს Rakuten კატალონიურ გრანდს სწორედ 55 მილიონ ევროს უხდიდა, თუმცა, პანდემიის შემდეგ ხსენებულმა თანხამ იკლო, რის გამოც კლუბი იაპონურ კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს.
ახლახან არ დაწერეს ვიღაც არაბები 100 მილიონს იხდიანო, თუ იმათაც მოსვლამდე გადაგვაგდეს.
მერე რა რო ზამთარია ! ნატახტარი მაგარია ))))))
რაღა ამ კრიზისში მიაგდო გუნდი ყველა სპონსორმა, ტფუი, შეგირცხვათ ნამუსი, დაუბრუნდება ბარსა ძველ ფორმასაც და ფინანსურადაც დასტაბილურდებიან და მერე დაგვიჩოქებენ ოღონდ დაგასპონსორებთო