მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

ერიკ აბიდალი – იყო ის ფეხბურთელი, რომელიც 2008 წელს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩემპიონ მასპინძელს არმიესალმა.

 

გუილერმო – მისი 1993-94 წლის კლასიკოში გატანილი გოლი აღმოჩნდა ერთადერთი და გადამწყვეტი.

 

აპლასოსი – 2005 წლის 19 ნოემბერს, მან გამარჯვება მოუტანა ”’ბარსას”, ”კლასიკოში”.

 

ანტენტადო – მან სცადა ჩაეშალა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ”ბერნაბეუზე”. ბომბის დადების მცდელობით.

 

ბანქულიო – ეს ფრაზა კატალონიელებს 5:0-ით მოგებულ მატჩს ახსენებთ.

 

ბენიტო – იგი ცნობილია, როგორც ”რეალის” სასტიკი მცველით. მისი თანაგინდელები მას ზედმეტსახელით ოხსენიებენ, ”გოიო”. მისი დევიზი იყო, ”ცემე ან აართვი ბურთი მოწინააღმდეგეს.

 

ბოტელია – 1968 წლის ”კლასიკოში,”სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიელებმა მას ბოთლები დაუშინეს.

 

ბუტრაგენიო – მან ”ბარსასთან” გამართულ 12 მატჩში, მხოლოდ 4-ჯერ შეძლო თამაში.

 

სეზარი – იგი იცავდა ”ბარსას” ღირსებას 50-იან წლებში. ის არის საუკეთესო ბომბარდირი ”კლასიკოების” ისტორიაში.

 

5:0 – სასურველი შედეგი, ნებისმიერი გუნდისთვის, ”კლასიკოსთვის”. ”ბარსამ” ამ შედეგით მოგება შესძლო 7-ჯერ,(1934/35, 1944/45, 1973/74, 1993/94 და 2010/11 წლის სეზონებში) რეალმა კი მხოლოდ 2-ჯერ (1953/54 და 1994/95 წლის სეზონებში).

 

10 –  10 ბურთის სხვაობით მოგებული შეხვედრა. ეს მოხდა 1942-43 წლებში. ისტორიაში პირველად ”რეალმა” ”ბარსას” 10 ბურთის სხვაობით მოუგო.

 

208 – ეს რიცხვი ამ ორი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. სწორედ 208-ჯერ არიან შეხვედრილები ”ბარსა” და ”რეალი”. აქედან მადრიდელებმა 84 მატჩის მოგება შესძლეს, კატალონიელებმა კი 81-ის.42 კი ფრედ დასრულდა.

 

ფიგუ – ”ბარსას” გულშემატკივარს ეს ფეხბურთელი ყველაზე მეტად სძულთ. ბევრი ფეხბურთელი გადასულა ” მტრის ბანაკში” მაგრამ ლუიშ ფიგუ კატალონიელებისათვის ყველაზე მტკივნეული იყო. ისინი დღემდე იმ აზრზე არიან, რომ ფიგუმ ”ბარსა” ფულის გამო დატოვა. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ ასე სძულს იგი.

 

Por qué – ფრაზა, რომელსაც მაურინიო ამ ბოლო წლებში ბევრჯერ იყენებს.

 

რობერტო კარლოსი – მადრიდელთა მცველი. მას ბევრ კლასიკოში მიუღია მონაწილეობა.1998 წლიდან 2006 წლამდე ის რეალის ღირსებას იცავდა.

 

ზამორა, რიკარდო – ის იყო ”კლასიკოს”ისტორიაში ყველაზე გამორჩეული მეკარე. მას ბევრჯეს შეუნახია კარი მშრალად.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში