workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
As: ჩავის გადამწყვეტი საათები ყატარში

As: ჩავის გადამწყვეტი საათები ყატარში

As-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესის “ბარსელონაში” დაბრუნების პროცესის დასასრულს უახლოვდება.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ დღეს, ჩავის “ალ სადის” ხელმძღვანელთან, მუჰამედ ბინ ალ თანისთან, შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მისი ყატარული კლუბიდან წასვლის საკითხი გადაწყვეტილი ჯერ არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ ყატარელი შეიხი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის გადახდას არ მოითხოვს, ჩავი მის აგენტთან ერთად კლუბის ოფისში მივა და კონტრაქტის გაწყვეტა დოკუმენტურად გაფორმდება.

იმ შემთხვევაში, თუ მუჰამედ ბინ ალ თანიმ გამოსაყიდი თანხის გადახდა მოითხოვა, რომლის ოდენობაც 5 მილიონ ევროს შეადგენს, “ალ სადის” ოფისში “ბარსას” დელეგაციაც (მატეუ ალემანი, რაფა იუსტე) მივა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩავი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახდება და, სავარაუდოდ, ოფიციალური განცხადება დღეს, საღამოს, გავრცელდება.

ჩავი, ალემანისთან და იუსტესთან ერთად, ბარსელონაში ხვალ დაბრუნდება. იგი “სელტასთან” გასამართ შეხვედრას თვალს “ბალაიდოსიდან” არ მიადევნებს, რათა ფეხბურთელები სრულად თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულნი.

“ბარსა” ახალ მწვრთნელს კვირას ან სამშაბათს წარადგენს. ორშაბათს, კლუბს გარკვეული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 15:49
    #2

    მაგარი ღორები ყოფილან ეს ყატარელები.

  • me da barca
    schedule 05 ნოე 2021, 14:38
    #1

    მაღალანაზღაურებად ხელდასს ტოვებს და თანახმაა დაბალანაზღაურებად ხელფასზე, თან მზადაა გამოსასყიდი თანხის ნაწილიც გადაიხადოს. ესაა გუნდის სიყვარული და ნამდვილი კულე. აბა რობერტოს 30%-იან ხელფასის დაკლებას არ დაადგა საშველი.