მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა “ბერნაბეუზე” დაუმარცხებელია

გვარდიოლა “ბერნაბეუზე” დაუმარცხებელია

  ისტორიულად “ბერნაბეუ” ყველაზე რთული მოედანია “ბარსასთვის”, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდის სათავეში პეპ გვარდიოლა მოვიდა, კატალონიურმა გუნდმა 3 შთამბეჭდავი გამარჯვება და ერთი ფრე ჩაიწერა ანგარიშზე.  

 

სამახსოვრო დებიუტი (2:6)

გვარდიოლას პირველი ვიზიტი “ბერნაბეუზე” ნამდვილი სპექტაკლი იყო. “ბარსამ” შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 2:6. აღნიშნულ მატჩში, რომელიც 2008-09 სეზონში გაიმართა, ანგარიში მადრიდელთა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა გახსნა. ტიერი ანრიმ ანგარიში მალევე გაათანაბრა, ხოლო პუიოლის თავურმა გუნდი დააწინაურა. საბოლოო ჯამში ანრიმ და მესიმ დუბლები გაიფორმეს, პუიოლი და პიკე კი თითო–თითო გოლს დასჯერდნენ.

 

მეორე გამარჯვება, ლიგის მეორე ტიტული (0:2)

მართალია 2009-10 სეზონის ვიზიტი “ბერნაბეუზე” ისეთივე შთამბეჭდავი არ იყო, როგორიც წინა შეხვედრა, მაგრამ მესისა და პედროს გოლები საკმარისი აღმოჩნდა ლიგის ტიტულის გასამტკიცებლად.

 

ფრე (1:1)

გასულ სეზონს გვარდიოლას გუნდი მადრიდში 8 ქულიანი უპირატესობით ჩავიდა. სურათი უცვლელი დარჩა შეხვედრის დასრულების შემდეგაც. მესიმ და რონალდუმ თითო–თითოჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება (პენალტებით).

 

“უემბლი” “ბერნაბეუს” გავლით (0:2)

გასულ სეზონს “ბარსა” კიდევ ერთხელ ეწვია მადრიდს. ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალის ფარგლებში. ორი ბრწყინვალე გოლი, რომელიც მეორე ტაიმში მესიმ გაიტანა, საკმარისი აღმოჩნდა “უემბლის” საგზურის მოსაპოვებლად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში