ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 31 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 31 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 31 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

31 ოქტომბერს “ბარსელონამ” 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1943 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდის” იმდროინდელი ვარსკვლავის, ხუან მონხარდინის გაცილების მატჩში მიიღო მონაწილეობა. მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა.

1965 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნიდერლანდელი მეკარე რუუდ ჰესპი. 1997-2000 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 146 თამაში ჩაატარა. ჰესპმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1973 წელი

FIFA-ს ფეხბურთის საერთაშორისო დღე ისტორიაში პირველად გაიმართა და ღონისძიებას “კამპ ნოუმ” უმასპინძლა. საქველმოქმედო მატჩში ერთმანეთს მსოფლიოსა და ევროპის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 4-4 დასრულდა.

1979 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი პორტუგალიელი შემტევი სიმაუ. 1999-2001 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 71 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

2002 წელი

დაიბადა ანსუ ფატი.

2015 წელი

“ხეტაფესთან” სტუმრად 2-0 მოგებულ შეხვედრაში დანი ალვესმა ლა ლიგაში მე-400 თამაში ჩაატარა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    31 ოქტ 2021, 20:44

    31 ოქტომბერს "ბარსელონამ" 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
    კაი დღე ყოფილა.