პირველი გუნდის ფეხბურთელებმა, მათ შორის ჩავიმ, პუიოლმა, მაქსველმა და აფელაიმ, რომლებიც განცალკევებით ვარჯიშობდნენ, ასევე ბ გუნდის ოთხმა და ერთი ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელმა ოთხშაბათს დილის სესიაში მიიღეს მონაწილეობა.
ხოსეპ გვარდიოლას წინა დღეების მსგავსად სანაკრებო მატჩებში გამოძახებული ფეხბურთელების გაწვრთნის საშუალება არ მიეცა. ვარჯიშზე პირველი გუნდიდან მესი, მასკერანო, პინტო, კეიტა, ადრიანო და ფონტასი იმყოფებოდნენ. ცალკე ვარჯიშობდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები. სესიის დროს ფეხბურთელები ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებდნენ. ბ გუნდის ფეხბურთელებიდან ვარჯიშში მონაწილეობა მონტოიამ, მასიპმა, ლობატომ და დალმაუმ მიიღეს. ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენელი პოლ კალვეტი იყო.
მუშაობა ძირითადი ჯგუსიფგან განცალკევებით
კაპიტანი კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი სპეციალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებენ. პუიოლი კვლავ ტრავმის შემდეგ აღსადგენ სამუშაოებს ასრულებს, ხოლო ჩავი კუნთში დისკომფორტის გამო ვერ იხარჯება სრული დატვირთვით. მაქსველი და აფელაიც მათ მსგავსად განცალკევებით მუშაობდნენ.
უახლოესი ვარჯიშების გრაფიკი
ხუთშაბაში, 11 აგვისტო: 19 საათი.
პარასკევი, 12 აგვისტო: 9 საათი და 19 საათი.
შაბათი: 13 აგვისტო: 9 საათი.



