მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “კარიერას “ბარსაში” დავასრულებ”

ჩავი: “კარიერას “ბარსაში” დავასრულებ”

ჩავი ერნანდესი კარგა ხანია ითვლება შესანიშნავი ორკესტრის დირიჟორად, რომელსაც “ბარსელონა” ქვია. ჩავი ემზადება “ბლაუგარანას” რიგებში მე–14 სეზონის დასაწყებად და შეიძლება გახდეს კლუბის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 7–ჯერ ექნება პრიმერა მოგებული.

 – თქვენ იცით, რომ “ბარსას” არცერთ ფეხბურთელს არ მოუგია პრიმერას ტიტული თქვენზე მეტჯერ…

 – დიახ. 6–ჯერ მოიგეს რამალიეტსმა, პეპმა და ვფიქრომ რომ კარლეს ბუსკეტსმა. ბოლო წლების მანძილზე ფეხბურთით ვტკბები. ჩემი როლი როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩვენს გუნდში ყველა ნიჭიერია, ალექსის სანჩესის მოსვლა კი უკეთესს გაგვხდის. სესკის გადმოსვლაც (თუ გადმოვა…) გაგვაძლიერებს. ბედნიერი ვარ, რომ ახალი სეზონი მალე დაიწყება.

 – გუნდში არის ტიაგო, შეიძლება გადმოვიდეს სესკი… არ გეშინიათ სათადარიგოზე რომ მოხვდეთ?

 – არა, რადგან ეს კიდევ უკეთესს გამხდის. კონკურენცია ბრწინვალე რამაა. ამ სეზონში, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება დაახლოებით 60 შეხვედრის გამართვა მოგვიწევს, რაც ნამდვილად სიგიჟეა. ყველა ჩვენგანი ამ სეზონში გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაგალითად სეიდუ კეიტა, მასზე არასდროს ლაპარაკობენ, მაგრამ ის ფუნდამენტალური ფეხბურთელია ჩვენთვის ბევრ საკითხში. მწვრთნელს აწყობს მოკლე სათადარიგო სკამი, რომლის შევსება ყოველთვის შეუძლია ფილიალის ფეხბურთელებს.

 – რა მოხდება, როცა გუნდიდან წავა ჩავი?

 – ეს ცხოვრების წესია. მოვა დრო, როცა ჩავის და პუიოლს წასვლა მოუწევთ, მაგრამ მათ ადგილზე სხვა ფეხბურთელები მოვლენ, ჩვენზე უკეთესები.

 
– განიხილავდით თუ არა სხვა კლუბებს, სადაც კარიერის დაასრულებდით…

 – არა. კარიერის დასრულება აქ მსურს. ვიცი, რომ გარკვეული მოთხვნები უნდა დავაკმაყოფილო, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. ახლა ვგრძნობ, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება შემიძლია. ყოველი სეზონი, ყოველი მატჩი აქ გამოცდაა. აი მაგალითად, ახლა 2 მხანაგური მატჩი წავაგეთ.

 – რა მოხდა “ჩივასთან” მატჩში?

 – ჩვენ მეტოქეს კარგი კონკურენცია ვერ გავუწიეთ. დიახ, ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მეტოქეზე კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ არ ვიყავით კონკურენტუნარიანი ტაქტიკურად. ვერ შევძელით მათი კონტრშეტევების შეჩერება. ბოლო გოლი საერთოდ უაზროდ გავუშვით. მთელ მსოფლიოს სურს საუკეთესო გუნდის დამარცხება და საუკეთესო ამჟამად “ბარსაა”.

 – შეიძლება “ბარსას” გაუმჯობესება?

 – დიახ, ამაზე პეპმა პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა, ეს ჩვენი მოტივაციაა. ცხოვრებაში ყველაფრის გაუმჯობესება შეიძლება და ჩვენ ვიცით, რომ ამის გაკეთება გუნდზეც შეგვიძლია. ყველაზე რთული იმ დონის შენარჩუნებაა, რა დონეზეც ახლა ვართ. ჩვენ ხომ ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

 – გუნდი სუპერთასისთვის ინახავს ძალებს?

 – არა, მაგრამ კონცენტრაცია ამ მატჩზე გვაქვს გაკეთებული: ეს პირველი ტიტულია, შეხვედრა “რეალთან”. ჩვენ ერთმანეთში უკვე ბევრჯერ ვითამაშეთ… ყველაფერი კარგადაა.

 – ანუ შარშან მომხდარი ინციდენტები წარსულს ჩაბარდა?

 – მე ვიცი, რასაც გულისხმობთ. ჩვენი მიზანი ფეხბურთის თამაშია. მთავარი შეჯიბრი მოედანზეა და არა მის გარეთ. ასე ვფიქრობ მე და “ბარსას” ყველა ფეხბურთელი.

 – რას იტყვით ტიაგოზე, რომელიც მალე ნაკრებში სადებიუტო მატჩს გამართავს?

 – ვფიქრობ, რომ მისი გამოძახება ლოგიკურია. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის ახალგაზრდა და ნიჭიერია. ვფიქრობ, რომ ნახევარმცველებზე მოთხოვნა მატულობს. ჩვენი ძალა მოედნის ცენტრშია, განსაკუთრებით მაშინ თუ იქ მესია.

 – არ ფიქრობთ, რომ თავდამსხმელების მხრივ “ბარსას” მოკლე სათადარიგო სკამი ყავს?

 – არა, რადგან ჩვენ გამოკვეთილი 9 ნომრით არ ვთამაშობთ, ხოლო დარჩენილ ორ პოზიციაზე ოთხი ფეხბურთელი გვყავს: აფელაი, პედრო, ვილია და სანჩესი. მათ გარდა ფილიალის ფეხბურთელები გვყავს.

 – ანუ მესი გუნდში შეუცვლელია?

 – ლეო შეუცვლელია, ის მსოფლიოში საუკეთესოა. შეიძლება ისტორიაში საუკეთესო, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წაიმართება მისი კარიერა მომავალ წლებში.

 – ესპანეთის ყველა ჩემპიონატი გახსოვთ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ?

 – პირველი სეზონის შემდეგ კარგი მოგონებები მაქვს. მართალია მაშინ ახლანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლებს ვთამაშობდი. მაშინ 18 წლის ვიყავი და ფილიალიდან ახალი გადმოსული ვიყავი, რათა პეპი და სელადესი შემეცვალა, რომელებიც ტრავმირებულები იყვნენ. პირველ სეზონში 17 თუ 18 მატჩში ვითამაშე და 1 გოლიც გავიტანე. როგორც მახსოვს გოლი “ვალიადოლიდს” გავუტანე. შემდეგი 5 სეზონი უტიტულოდ გავატერეთ, მაგრამ მოვიდნენ რაიკაარდი, ეტო’ო, რონალდინიო, დეკუ და მე მოვიგე პრიმერას მე–2 ტიტული.

 – ამ სეზონში ყველა უფრო მრისხანე “რეალს” ელოდება. როგორ ფიქრობთ, მოურინიო კვლავ გამოიყენებს მის მეთოდებს?

 – არ ვიცი, მე უფრო მათი ფეხბურთელები მაფიქრებენ და არა მოურინიო. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე “რეალმა” კარგი შენაძენები გააკეთა. მათ კარგი დაცვა ყავთ და საერთოდ გუნდი, მაგრამ ჩვენც უსაქმოდ არ ვართ – 3 სეზონი მათ პრიმერაში ვამარცხებდით და შარშან ლიგიდანაც გამოვაგდეთ.

 – გუნდი სუპერთასისთვსი კარგად მოემზადება?

 – წინ კიდევ ერთი კვირა გვაქვს. ვარჯიშებზე კარგად ვიხარჯებით და ფსიქოლოგიურად ვემზადებით.

 – შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს?

 – არა. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს მიმდინარე სეზონის არც თუ ისე მნიშვნელოვანი ტიტულია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში