“ინტერის” ნახევარმცველს, მარსელო ბროზოვიჩს ზაფხულში მილანურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება.
ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ინფორმაციით, გასულ დღეებში 28 წლის ხორვატი ფეხბურთელი “ბარსელონას” შესთავაზეს, თუმცა კატალონიურ კლუბში მის შესაძლო ტრანსფერზე საერთო აზრი არ არსებობს.
ბროზოვიჩი “ინტერის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს და გასულ სეზონში “ნერაძურისთან” ერთად ის სკუდეტოს ტრიუმფატორი გახდა.
კატალონიურ კლუბში მის შესაძლო ტრანსფერზე საერთო აზრი არ არსებობს.
აი დღევანდელი ბარსა, არაფრის აზრზე არ არიან.
უფასოდ რატომ არ უნდა უნდოდეთ? კარგი ფეხბურთელია ბროზოვიჩი, არც სირბილი ეზარება და პრეტენზიულიც არაა. ეს ან კესი მოსაყვანია ერთ-ერთი.
რაღა ამას ვახტებით პიანიჩი ამაზე მაგარი ფეხბურთელია და ბეშიქთაშში გავანათხოვრეთ. არადა ერთი სტილისაა ორივე
ბროზოვიჩები და ბორხა ვალეროები გვაკლია გუნდში სრული ბედნიერებისთვის
ვინ მოგვცა მაგის ბედი, არსადაც არ წავა ეგ რობერტო. აი ნახავ თუ არ გაახანგრძლივებს. პოგბა ვიცით რო შანსი არაა, დარჩა კესი, ეს და ზაქარია. მაგ სამიდან ერთი მაინც უნდა დავიმატოთ. ძლიერი საყრდენი გვჭირდება ფიზიკურად
მაგარი მევასება ეს
რავი კარგი ნახევარმცველია,თუ მაღალი ხელფასი არ უნდა მოიყვანონ და ბოლოს და ბოლოს სკამი მაინც გვექნება გრძელი.რობერტო მიდის და შემცვლელი ხო უნდა