“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და კატარული “ალ რაიანის” ახლანდელი მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი აღიარებს, რომ მას 2017 წელს კატალონიური გუნდის ჩაბარების შანსი ჰქონდა.
გავრცელებული ცნობებით, ფრანგ სპეციალისტს შეეძლო, “ბარსას” სამწვრთნელო პოსტზე ლუის ენრიკეს ადგილი დაეკავებინა.
ერიკ აბიდალთან [“ბარსას” მაშინდელი სპორტული დირექტორი] 2-ჯერ თუ 3-ჯერ ვისაუბრეთ. ცხადია, “ბარსელონას” მსგავსი კლუბის გაწვრთნა ოცნების ახდენა იქნებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხდა. შესაფერისი დრო არ იყო. ცხოვრება ასეთია.
– ციტირებს ბლანის სიტყვებს RMC Sport.
ლორან ბლანის სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს “ბორდოში” დაიწყო, 2010 წლიდან კი საფრანგეთის ნაკრებში გაგრძელდა. 55 წლის სპეციალისტი 2013-2016 წლებში “პარი სენ-ჟერმენს” წვრთნიდა, რის შემდეგაც მან დიდი პაუზა აიღო. ბლანი “ალ რაიანს” 2020 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.
ესე იგი ბარსა გამოსაცდელი პოლიგონი გახდა დამწყები მწვრთნელებისთვის.
შენღა გვაკლდი ხოო !!!
კუმანის დატოვება 12 მლ მეტ ზარალზე წავა, მაყურებელი არ მოვა ტრიბუნებზე, ჯგუფში ჩავრჩებით და შეიძლება ოთხეულს მიღმაც დავრჩეთ.
მაგის არ მოხდენის გარანტია არც ტენ ჰაგთან გვექნება. თითქმის დარწმუნებულიც ვარ რო ტენ ჰაგს არც დაკავშირებიან. ჩავი მოვა ზაფხულში მანამდე ეს დარჩება
კუმანის დატოვება 12 მლ მეტ ზარალზე წავა, მაყურებელი არ მოვა ტრიბუნებზე, ჯგუფში ჩავრჩებით და შეიძლება ოთხეულს მიღმაც დავრჩეთ.
მოკლედ მგონია და დიდი იმედი მაქვს რო წინასწარი შეთანხმება აქვთ ტენ ჰაგთან და მაგიტო დატოვეს კუმანი , სეზონის შუაში არ მოვიდოდა ის და არ მიატოვებდა აიაქსს , სეზონის ბოლომდე სხვა მწვრთნელის მოყვანა და კიდე 12 მილიონის დაკარგვა სისულელე იქნებოდა