კატალონიის “ბარსელონა” ამერიკის ტურის მეორე გაჩერებას კვირას ღამით მიადგა. კატალონიური გრანდის წევრები მაიამიში სამი დღით დარჩებიან, სადაც მათ ერთი ამხანაგური შეხვედრა, “ჩივას დე გუადალახარას” წინააღმდეგ ელით…
ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გუნდის თვითმფრინავი მაიამიში დაეშვა. მაიამიში გუნდი სამი დღით დარჩება. ამ სამი დღის განმავლობაში კი გუნდს ვარჯიშები და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციების გამართვა ელით.
ორშაბათს, პეპ გვარდიოლა და დავიდ ვილია “ჩივას დე გუადალახარას” წინააღმდეგ გასამართ მატჩისწინა პრეს–კონფერენციას გამართავენ, რის შემდეგაც “Fundacio”-ს ორი წარმომადგენელი “Soccer Alliance”-ს პრეზენტაციაზე გაეშურება. ორშაბათს ასევე დაგეგმილია ორი ვარჯიშის გამართვა – ორივე “მაიამის უნივერსიტეტში”.
სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის შემდეგ, ორშაბათს, მაიამიში გუნდს ბრაზილიელი ადრიანო კორეიაც შეუერთდება. კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი კი გენერალურ დირექტორ ანტონი როსიჩთან ერთად ბარსელონაში დაბრუნდა.



