ამხანაგური მატჩი, რომელიც ამერიკაში “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გაიმართა ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა. მატჩში ანგარიში ლუიშ ნანიმ, 22-ე წუთზე გახსნა. 70-ე წუთზე ტიაგო ალკანტარამ კიდევ ერთი შედევრი შემოგვთავაზა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნია ისიც, რომ მიმდინარე პრე-სეზონში “ბარსას” 5 გატანილი გოლიდან 4 ტიაგოს ანგარიშზეა. მატჩის საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე მაიკლ ოუენმა დააფიქსირი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სერხი ბუსკეტსმა მოედნის ცენტში არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც “მანკუნიანელებმა” ისარგებელს “ბლაუგრანას” დაცვის დაბნეულობით და საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირეს. მატჩის 44-ე წუთზე კუნთის ტრავმა მიიღო ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ.
შემადგენლობები:
“ბარსელონა”: ვალდესი, აბიდალი (ლოსანო, 74), ფონტასი (ბალიუ, 74), ბუსკეტსი, კეიტა, დოს სანტოსი, ინიესტა (რივეროლა, 77), ტიაგო ალკანტარა, აფელაი (კუენსა, 44), პედრო (ესპინოსა, 86), ვილია (კარმონა, 66).
“მანჩესტერი”: დე ხეა, ვიდიჩი (ჯონსი, 78), ევანსი, ევრა (სმოლინგი, 46), რაფაელი (ფაბიო, 17), ანდერსონი (გიგსი, 46), კლივერლი, ნანი, იანგი (ობერტანი, 63), უელბეკი (დიუფი, 78), რუნი (ოუენი, 46).
გოლები: ნანი, 22 (0:1); ალკანტარა, 70 (1:1); ოუენი, 76 (1:2).
[media=http://www.youtube.com/watch?v=1IKWmAtGtFE]



