workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქალების ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას მეტოქეები ცნობილია

ქალების ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას მეტოქეები ცნობილია

დღეს ქალების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის, “ბარსელონას” მეტოქეებიც გამოვლინდა.

“ბარსელონა” ოთხჯგუფიანი ტურნირის C ჯგუფში მოხვდა. ეს ჯგუფი ერთადერთია, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის 2 გამარჯვებული ითამაშებს – “ბარსელონა” და “არსენალი”. ლონდონური გუნდი, რომელმაც ლიგა 2007 წელს მოიგო, წლევანდელ გათამაშებაში პრემიერ ლიგის მე-3 ადგილით მოხვდა.

ესპანური და ინგლისური გუნდების გარდა C ჯგუფში დებიუტანტები, გერმანიის ბუნდესლიგის მესამეადგილოსანი “ჰოფენჰაიმი” და დანიის ახალი ჩემპიონი “კიოგე” მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპი 5 ოქტომბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება. “ბარსელონა” ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია – კატალონიელებმა წინა გათამაშება მარტივად მოიგეს და ზაფხულში სერიოზულადაც გაძლიერდნენ. თუმცა გაძლიერდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი “ლიონიც”.

ქალების ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი:

  • A ჯგუფი: ჩელსი, ვოლფსბურგი, იუვენტუსი, სერვეტი
  • B ჯგუფი: პსჟ, ბრეიდაბლიკი, რეალი, ხარკოვი
  • C ჯგუფი: ბარსელონა, არსენალი, ჰოფენჰაიმი, კიოგე
  • D ჯგუფი: ბაიერნი, ლიონი, ჰეკენი, ბენფიკა
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 14 სექ 2021, 04:50
    #2

    ადვილი ჯგუფი გვაქვს

  • nika 54
    schedule 13 სექ 2021, 17:33
    #1

    იმედია ჰოფენჰაიმს გაანადგურებენ და ბაიერნთან წაგებაზე ცოტათი მაინც მოგვფხანენ გულს.