workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟ გნაბრიმ ლაიფიცგთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო

სერჟ გნაბრიმ ლაიფიცგთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო

ამ წუთებში მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგის მეოთხე ტურის ეგიდით “ლაიფციგს” უპირისპირდება და 3-1-ს ამარცხებს.

პირველი ტაიმის ბოლოს “რეკორდმაისტერის” ახალგაზრდა შემტევმა, სერჟ გნაბრიმ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. გერმანელმა ფიზიკური დისკომფორტი იგრძნო და სტადიონიდან თავისი ფეხით გავიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა ტრავმა და შეძლებს თუ არა ის “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშს.

“ბაიერნს” დღევანდელ შეხვედრაში სხვა ტრავმირებული ფეხბურთელები: დაიო უპამეკანო, ტომას მიულერი, ბენჟამინ პავარი და ალფონსო დევისი დაუბრუნდნენ და ისინი “ბლაუგრანასთან” მატჩისთვისაც მზად იქნებიან. საეჭვო მხოლოდ კინგსლი კომანის თამაშია.

“ბარსელონასა” და “ბაიერნის” დაპირისპირება 14 სექტემბერს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 12 სექ 2021, 15:41
    #10

    ხშირ ხშირად გავახსენეთ, არ დაგვავიწყდეს. ამ თამაშის შედეგი იქნება კიდევ ერთი დიდი დამცირება გუნდის.

    ციტატა: Joakim Brodén
    აუ ეხლა დაიწყებენ გნაბრი არ გვყავდა და მაგიტო მოგვიგეთოო


    bowtie

  • M10 S9 D11
    schedule 12 სექ 2021, 02:10
    #9

    რაღაც პოზიტივი

  • Bakero
    schedule 12 სექ 2021, 00:04
    #8

    მთავარია ჩვენი ლუკი სულ არ გახდეს დიდი კუკი joy joy joy და გნაბრის დედაც ჯეკ joy joy joy

  • Joakim Brodén
    schedule 11 სექ 2021, 23:24
    #7

    აუ ეხლა დაიწყებენ გნაბრი არ გვყავდა და მაგიტო მოგვიგეთოო

  • DE PE FA
    schedule 11 სექ 2021, 22:53
    #6

    ციტატა: NEYBarca
    ლუკი


    ამას არ ვიმჩნევთ ხო😁

  • Albicelecte
    schedule 11 სექ 2021, 22:40
    #5

    იღბალი აქვს კუმანს barca-6

  • NEYBarca
    schedule 11 სექ 2021, 22:39
    #4
    დეპაი ლუკი
    ალბა პედრი ბუსკვერ ფრენკი მინგესა
    ლენგლე პიკე არაუხო

    ამ სასტავს დააყენებს და ნიჩია თუ ვითამაშეთ მაგარი იქნება ლოკოკინა ბუსკვერცხის , შენელებული პიკეს და ქვეშაჯმია ალბას გადამკიდე.

  • Diana
    schedule 11 სექ 2021, 22:34
    #3

    ბაიერნი ფორმაში დგება , კუმანმა სწორად რომ იმოქმედოს გვაქვს შანსი ალბათ

  • Moriba
    schedule 11 სექ 2021, 22:30
    #2

    აუ ეს მუსიალა რამაგარი ბიჭი ყავს ბავარიას

  • JasoN
    schedule 11 სექ 2021, 22:28
    #1

    აბა მოგვიგია )))