“ბარსელონას” ნახევარმცველმა, იბრაჰიმ აფელაიმ განაცხადა, რომ დაკარგა კავშირები ყოფილ “პსვ”–ელ თანაგუნდელებთან და აღნიშნა, რომ “ბარსადან” წასვლას არ გეგმავს.
– კონტაქტები გაქვს დანკო ლაზოვიჩთან და ბალაჟ ჯუჯაკთან?
– ადრე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, მაგრამ რუსეთში გადასვლის შემდეგ მათ ნომრები შეიცვალეს. დანკოს და ბალაჟის რუსული ნომრები არ მაქვს.
– გაგიკვირდათ მათი რუსეთში წასვლა?
– ეს მათი არჩევანია, მე რა შემიძლია ვთქვა… გავიგე, რომ “ანჟიმ” ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა. ჯუჯაკის გარდა იქ არის მუბარაკ ბუსუფა და რობერტო კარლოსი… ალბათ კლუბი რაღაცის მოგებას გეგმავს, რადგან აკეთებს ასეთ ტრანსფერებს.
– გაიგეთ იმის შესახებ, რომ “ანჟის” პრეზიდენტმა კარლოს დაბადების დღეზე “ბუგატი” აჩუქა?
– როგორც ჩანს რუსეთში ბევრი ფულია…
– თავად არ გსურთ რუსეთში გადასვლა?
– მადლობთ, მაგრამ მე “ბარსაში” ვრჩები.