2011 წლის 28 ივლისს, პედრო როდრიგეს ლედესმა, უფრო მეტად ცნობილი როგორც პედრო 24 წლის გახდა. ამჟამად პედრო გუნდთან ერთად იმყოფება და ამერიკულ ტურნეში მიემგზავრება.
ტენერიფეში დაბადებული ფეხბურთელი “ბარსელონას” ახალგაზრდულ სისტემაში 17 წლის ასაკში ჩაირიცხა. ის 2007–08 სეზონში “ბარსა ატლეტიკში” თამაშობდა, რომელსაც პეპ გვარდიოლა წვრთნიდა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2008 წლის 12 იანვარს შედგა. გასულ სეზონში მან მოახერხა და გოლი 6 ტურნირში გაიტანა. მას ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი. მან გაიტანა პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერის” კარში.
ბარსამანიას სახელით პედროს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ წარმატებულ სეზონს, გამარჯვებებს და უამრავ გოლებს…



