ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “ამ გზით უნდა ვიაროთ”

გვარდიოლა: “ამ გზით უნდა ვიაროთ”

“ბარსას” მწვრთნელმა განაცხადა: “გუნდმა მთელი ტურნირის განმავლობაში კარგად ითამაშა. მინდა მივულოცო ყველა ფეხბურთელს, რომელიც პრე–სეზონს “ბარსასთან” ერთად გადის“.

პეპ გვარდიოლა ამაყია იმით, რომ მისმა გუნდმა აუდის თასი მოიგო: “გუნდმა ტურნირზე კარგად ითამაშა. მინდა მივულოცო ფეხბურთელებს. საჭიროა ამ გზით სიარული, რათა მთელი სეზონის განმავლობაში გავიმარჯვოთ” – თქვა პეპმა.

რაც შეეხება ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს, ტიაგო ალკანტარას, გვარდიოლამ განაცხადა: “მან ძალიან კარგად ითამაშა და დიდი პოტენციალი აქვს“. ამას გარდა მან იმ ფეხბურთელებს მიულოცა, რომლებიც პრე–სეზონს “ბარსასთან” ერთად გადიან: “უნდა მივულოცოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ყოველდღიურად გვეხმარებიან ვარჯიშებზე“.

დასასრულდ პეპმა სორიანოს ტრავმაზე ისაუბრა: “იმედი გვაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება. ის ჩვენთან ერთად ამერიკულ ტურნეში უნდა წამოსულიყო, მაგრამ ახლა ბარსელონაში დაბრუნება მოუწევს“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში