მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 2 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 2 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

2 სექტემბერს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 2 წააგეს.

1938 წელი

ესპანეთის სამოქალაქო ომში 31 წლის ასაკში დაიღუპა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ანხელ აროშა.

1984 წელი

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში ტერი ვენეიბლზის სადებიუტო მატჩში “ბლაუგრანამ” “რეალ მადრიდი” მადრიდში 3-0 გაანადგურა. ანგარიში ანხელმა ავტოგოლით გახსნა, რასაც კატალონიელთა მხრიდან გოლები დებიუტანტებმა, არჩიბალდმა და კალდერემ დაამატეს.

1989 წელი

ლა ლიგაში “ვალიადოლიდთან” სტუმრად 0-2 წაგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით რონალდ კუმანისა და მიკაელ ლაუდრუპის ოფიციალური დებიუტი შედგა.

2007 წელი

“ბილბაოსთან” 3-1 მოგება ჩავისთვის ლა ლიგაში 250-ე თამაში გამოდგა.

2018 წელი

ლა ლიგის მატჩში “ბარსელონამ” “უესკა” 8-2 გაანადგურა. კატალონიელთა მხრიდან გოლები მესიმ (2), სუარესმა (2), დემბელემ, რაკიტიჩმა და ალბამ გაიტანეს, ხოლო ერთი ბურთი საკუთარ კარში პულიდომ ჩაჭრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 02 სექ 2021, 14:11

    ვალვერდეს ბარსას მგონი 8 გოლი მეტჯერ არც გაუტანია

  • azulgerana
    schedule 02 სექ 2021, 13:57

    2007 წელი
    "ბილბაოსთან" 3-1 მოგება ჩავისთვის ლა ლიგაში 250-ე თამაში გამოდგა 2007 წელი
    "ბილბაოსთან" 3-1 მოგება ჩავისთვის ლა ლიგაში 250-ე თამაში გამოდგა