დღეს, თბილსის დროით 20:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. “ბარსა”, როგორც უკვე იცით, მე-2 კალათში იქნება მოთავსებული, ვინაიდან, კლუბმა ლა ლიგის გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა.
გუშინ ზემოხსენებულ ეტაპზე გასული ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა:
Pot1: ჩელსი, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ატლეტიკო, ვილიარეალი, ინტერი, სპორტინგი, ლილი.
Pot2: რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ, ლივერპული, სევილია, ბორუსია.
Pot3: პორტუ, აიაქსი, ლაიფციგი, ატალანტა, ზენიტი, ბენფიკა, შახტარი.
Pot4: მილანი, ბრიუგე, ვოლფსბურგი, იანგ ბოიზი, მალმიო, შერიფი, ბეშიქთაში.
ახლა კი გთავაზობთ “ბარსასათვის” ხელსაყრელ ვარიანტებს:
Pot1: ინტერი / სპორტინგი / ლილი
“ინტერი” ამჟამად ფინანსურ კრიზისშია, კლუბმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, რონმელუ ლუკაკუ დაკარგა, რასაც ანტონიო კონტეს წასვლაც ემატება. თითქმის ანალოგიურ სიტუაციაშია “ლილიც”.
რაც შეეხება “სპორტინგს”, ის სხვა მეტოქეებთან შედარებით (ჩელსი, ბაიერნი, მან. სიტი) ყველაზე მარტივ ბარიერად გვესახება.
Pot3: ზენიტი / ბენფიკა
“ბენფიკას” დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვს, ხოლო “ზენიტი” უკანასკნელი წლებია, ევროტურნირებზე დიდი წარმატებით ვერ ასპარეზობს.
Pot4: მილანისა და ვოლფსბურგის გარდა ნებისმიერი
როგორც წესი, “ბარსას” მე-4 კალათის გუნდებთან თამაში არ უჭირს ხოლმე და, სავარაუდოა, რომ წელსაც იმავე სცენარს მივიღებთ.
არახელსაყრელი ვარიანტები:
ჩამოწერეთ თქვენი ვარიანტები კომენტარებში:
Por1: ჩელსი/მანჩესტერ სიტი/ ბაიერნი
რა თქმა უნდა, ასეთ გუნდებთან ასპარეზობას შეუძლია, გამოაჩინოს, თუ რა შეუძლია ახალ “ბარსას”, მაგრამ ამ შემთხვევაში, კატალონიელთა ჯგუფიდან გასვლის საკითხი საფრთხის ქვეშ დადგება.
Pot3: პორტუ/ აიაქსი / ლაიფციგი / ატალანტა / ზალცბურგი / შახტარი
ამ ჯგუფში თითოეული კლუბი სახიფათოა – ისინი კონტრპრესინგს კარგად იყენებენ და საგოლე შანსებს ქმნიან. კონკრეტულად “შახტარზე” კი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ სეზონში უკრაინელებმა “რეალს” ორიდან ორივე შეხვედრა მოუგეს.
Pot4: ვოლფსბურგი / მილანი
ამ ჯგუფიდან მხოლოდ ორი სავარაუდო მეტოქე გვყავს – “ვოლფსბურგი” და “მილანი”. იტალიელები ჩემპიონთა ლიგაზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ, გერმანელებს კი ბოლო წლებში ამ ტურნირზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ.
პირველად არის ცისტორიაში ხუთშაბათს უეფაა თუ ცალკე გადაიტანეს ეგ ვაფშე არც ვიცოდი ისე ცნობისთვის 90% იყო ხოლმე პარასკევს მხოლოდ 2 ჯერ იყო შაბათს
როგორც კი 32-ვე გუნდი გამოვლინდება მაშინვეა ხოლმე მეორე დღეს.
მეორეზე გავალთ
რეალს შეიძლება მოუგონ მაგრამ ვერ გადაუვლიან. ბარსაზე თავმოყვარე, მებრძოლი და იღბლიანია რეალი და ბაიერნიც აღარ არის ის გუნდი რაც 2 წლის წინ იყო. 2020 რო შეხვედროდნენ მწარედ იხმარდნენ მარა ბარსას რაც უყვეს იმას არ დაუშვებდა რეალი არადროს. საერთოდ სხვა განწყობით და შემართებით ეთამაშებიან ლიგაზე რეალს თუნდაც ბაიერნი ან ლივერპული, ბარსასთან დარწმუნებული არიან რომ მოუგებენ, რეალთან კიდე თითქოს იბნევიან და ძაან უაზრო შეცდომებს უშვებენ. არანაირი რიდი და შიში არ აქვთ ბარსასთან მეორე და მესამე დონის გუნდებსაც კი, რაც ჩმორის მენტალიტეტმა მოიტანა, ბოლო წლებში რომ გამორჩეულია ბარსა მაგით.
სასაცილოა რეალთან შედარება მით უმეტეს როცა ლიგას ეხება საქმე. სამეფო გუნდი – რურისტების საყვარელი გუნდი შესაბამისი მართველობით.
რეალს შეიძლება მოუგონ მაგრამ ვერ გადაუვლიან. ბარსაზე თავმოყვარე, მებრძოლი და იღბლიანია რეალი და ბაიერნიც აღარ არის ის გუნდი რაც 2 წლის წინ იყო. 2020 რო შეხვედროდნენ მწარედ იხმარდნენ მარა ბარსას რაც უყვეს იმას არ დაუშვებდა რეალი არადროს. საერთოდ სხვა განწყობით და შემართებით ეთამაშებიან ლიგაზე რეალს თუნდაც ბაიერნი ან ლივერპული, ბარსასთან დარწმუნებული არიან რომ მოუგებენ, რეალთან კიდე თითქოს იბნევიან და ძაან უაზრო შეცდომებს უშვებენ. არანაირი რიდი და შიში არ აქვთ ბარსასთან მეორე და მესამე დონის გუნდებსაც კი, რაც ჩმორის მენტალიტეტმა მოიტანა, ბოლო წლებში რომ გამორჩეულია ბარსა მაგით.
რეალი მოხვდეს ბაიერნთან და იმათაც რო გადაუვლიან მერე მადრიდისტების დაცინვას მაინც მოვიშორებთ :დდ