ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე და პედრო გუნდთან ერთად ვარჯიშობენ

პიკე და პედრო გუნდთან ერთად ვარჯიშობენ

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა დასძლია დისკომფორტი და კვლავ დაიწყო თანგუნდელებთან ერთად ვარჯიში. სრულფასოვან ვარჯიშს დაუბრუნდა პედრო როდრიგესიც. ამავდორულად ჩავი და პუიოლი აგღძელებენ აღდგენითი პროგრამით ვარჯიშს.

დღეს, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე გუნდმა ვარჯიში განაახლა. სესიაზე იმყოფებოდნენ ფილიალის წარმომადგენლებიც. სესიაზე სულ 30 ფეხბურთელი იმყოფებოდა, მათ შორის 5 მეკარე. დღის მთავარი სიახლე პიკეს გამოჯანმრთელება იყო. გვარდიოლას გარდა ვარჯიშზე იმყოფებოდნენ ეუსებიო საქრისტიანი, კარლეს ბუსკეტსი და ჟოან ბარბარა.

19 საათზე კიდევ ერთი ვარჯიში გაიმართება, რომლის შემდეგაც პეპ გვარდიოლა დაასახელებს იმ ფეხბურთელების გვარებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აუდის თასის გათამაშებაში. შეგახსნებთ, რომ 1/2 ფინალში “ბარსელონას” მეტოქე ბრაზილიური “ინტერნაციონალია”, ხოლო მეორე დღეს “ბლაუგრანა” “მილანს” ან “ბაიერნს” დაუპირისპირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში