MD: ბეტისი რეი მანაის შეძენით დაინტერესდა

MD: ბეტისი რეი მანაის შეძენით დაინტერესდა

“ბარსელონას” 24 წლის ალბანელი თავდამსხმელის, რეი მანაის, მსურველთა რიგს კიდევ ორი კლუბი შეუერთდა, იტყობინება Mundo Deportivo.

ცნობის თანახმად, “ფამილიკაუს”, “სასუოლოსა” და “კადისის” შემდეგ, მისი შეძენით “ბეტისი” და ერთ-ერთი იტალიური გუნდი დაინტერესდნენ. “ბეტისი” 27 წლის ლორენ მორონის გაშვებასა და მისი მანაით შეცვლას განიხილავს.

მანაიმ მონაწილეობა პრესეზონის სამივე ამხანაგურ მატჩში მიიღო. მან “ჟიმნასტიკთან” “ჰეთ-თრიქი” შეასრულა, “ჟირონას” კარი კი ერთხელ აიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 02 აგვ 2021, 16:22

    გაასწორებს ამის გაშვება

  • nika 54
    schedule 02 აგვ 2021, 15:06

    ესე იგი რიგი დაგვიდგა და რამე ნორმალურ პირობებს, თუნდაც იჯარისას ესენი მე მგონი თავს ვერ მოაბამენ.

  • La Pulga10
    schedule 02 აგვ 2021, 13:04

    გაყიდეთ ხო,25 წლის პერსპექტიული ახალგაზრდა აღარაა