ესპანური გუნდის კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ხერარდ პიკე ბერნაბეუმ გამოტოვა ის ვარჯიში, რომელიც გუნდმა ხუთშაბათს გამართა. ინდივიდუალურად ვარჯიშობენ ხავი და პუიოლი, ასევე ტრამვის გამო მათ შეუერთდა ხერარდ პიკე, რომელსაც მარცხენა ფეხის მუხლზე აქვს დაზიანება. მოგახსენებთ, რომ კაპიტანი არის ფორმის აღდგენის ბოლო ეტაპზე, ხოლო ხავი ერნანდესი კი ცალკე აღდგენით ვარჯიშებს გადის.
ეუსებიოს მოთამაშეებმა გვარდიოლას შეგირდებთან ერთად ივარჯიშეს,რადგან “ბ” გუნდის უმრავლესობა ამჟამად ახალგაზრდულ ნაკრებებში იმყოფება. როგორც იცით, ისინი 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ, რომლებიც შესაბამისად რუმინეთსა და კოლუმბიაში გაიმართება. “ბარსა ბ”- ს ფეხბურთელები კი სწორედ ამ მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოდიან. (წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა ბლაუგრანელებს – ავტორის სიტყვები).
პარასკევს დღის მეორე ნახევარში ფეხბურთელები მიიღებენ დასვენების უფლებას (შვებულებას) 3 ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ. ისინი მხოლოდ პარასკევს (ხვალ) 19:00-ზე დაბრუნდებიან “კამპ ნოუზე”, რათა გამართონ მატჩისწინა ვარჯიში, შემდეგ დღეს ანუ შაბათს კი ისინი შეებრძოლებიან ხორვატიულ “ჰაიდუკს”.
მოგახსენებთ რომ ეს მატჩი გაიმართება ზეგ, ადგილობრივი დროით 22:30– ზე. მატჩის ყურება კი ინტერნეტ ქსელების საშუალებით შეგეძლებათ. მატჩს აჩვენებს ერთ–ერთი ცნობილი საიტი livetv.ge.


