წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 ივლისს მოხდა.
თამაშები
19 ივლისს “ბარსელონამ” 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა, რომელიც კატალონიელებმა მოიგეს.
1960 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი რაულ ვისენტე ამარილია. 1985-1988 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 54 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ამარილიამ კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი და ლიგის თასი მოიგო.
1967 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე კარლეს ბუსკეტსი. 1990-1998 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 126 თამაში ჩაატარა. ბუსკეტსმა კატალონიურ გუნდში 5 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ესპანეთის თასი, 2 ევროპის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1989 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ნეტუ.
2003 წელი
რონალდინიო “ბლაუგრანასთან” კონტრაქტის გასაფორმებლად ბარსელონაში ჩავიდა.
2013 წელი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტიტო ვილანოვამ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
2014 წელი
“ბარსელონამ” მოიგო ამხანაგური ტურნირი ტროფეო კოლომბინო, რომელიც იმ წელს უელვას “რეკრეატივოს” 125 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი. კატალონიელებმა ფინალში “რეკრეატივო” 1-0 დაამარცხეს.
2019 წელი
“ბარსელონას” ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი კლუბში დაბრუნდა. ის ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.
ეს ტიტულებით დახუნძლული ბუსკეტსი სერხიოს ბიძა იყო არა?